ავტორი:

ხმაური სასამართლოში - საბა სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

ხმაური სასამართლოში - საბა სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესზე, სადაც მოსამართლემ 15 წუთით შესვენება გამოაცხადა იმისთვის, რომ დარბაზში ბრალდებულის ოჯახის წევრების შეყვანა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, სხვიტარიძის ახლობლებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

  • საბა სხვიტარიძის ახლობლები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს, სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ "დიდი ოდენობით მობილიზებული პოლიციელები" და მათ ნაცვლად სხდომის ოთახში შეეყვანათ დაკავებულის ახლობლები.

"სხდომათა დარბაზში განთავსებული სკამების ორი-სამი რიგი უკავიათ პოლიციელებს, რისი აუცილებლობაც არ არის", - აცხადებდნენ დაკავებულის ახლობლები.

დარბაზში მანდატურის სამსახურის დამატებითი ჯგუფი მიიყვანეს. ისინი პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.