ავტორი:

გაიგეთ, რას გიმზადებთ "ბიბლუსი“ წიგნის ჩუქების დღეს  "სითი მოლში“

გაიგეთ, რას გიმზადებთ "ბიბლუსი“ წიგნის ჩუქების დღეს  "სითი მოლში“

კომპანია "ბიბლუსმა“ წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით საბურთალო სითი მოლში ღონისძიება გამართა

წიგნის ჩუქების დღეს, 23 აპრილს "ბიბლუსი“ განსაკუთრებულად აღნიშნავს. 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ UNESCO-მ 1995 წელს გამოაცხადა. "ბიბლუსი“ კი, გიორგი კეკელიძესთან ერთად, 2019 წლიდან შეუერთდა ტრადიციას და ის აქცია სოციალურ მოძრაობად, რომლის მიზანიც წიგნიერების ხელშეწყობა, ცოდნის გავრცელება და განვითარებაა.

წიგნის ჩუქების დღის აღსანიშნავი ღონისძიება "სითი მოლში“ გაიმართება. ამ დღისთვის "ბიბლუსმა“"სითი მოლთან“, "პალიტრა L”-თან, "პალიტრა ჰოლდინგსა“ და "კავეასთან“ თანამშრომლობით დაგეგმა სხვადასხვა აქტივობა როგორც პატარა, ის ზრდასრული მკითხველებისთვის.

დღის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • 13:00 - შეხვდი ავტორს: ვასო გულეური
  • 13:30 - შეხვდი ავტორს: თუთა ჯგუშია
  • 13:00 - საბავშვო საათები: ანიმატორები, თოვლის გუნდას სამაგიდო თამაში.
  • 14:00 - შეხვდი ავტორს: ლელა ცუცქირიძე
  • 14:30 - ითამაშე "მოგზაური თაგუნიას" სამაგიდო თამაში და გუნდას თამაშები ბარათებით "ვიპოვე!"
  • 15:30 - შეხვდი გუნდას
  • 16:00 - შეხვდი ავტორს: გიორგი კეკელიძე
  • ·18:00 - ტარიელ ხარხელაურის 80 წლის იუბილე, შეხვედრა ავტორთან.
  • 19:00 - საუკუნის მწიგნობრების და წიგნის მეგობრების დაჯილდოება.

"ბიბლუსის“ ქსელში სპეციალურად ამ დღისთვის წიგნებზე 20-70% ფასდაკლება იმოქმედებს. მაღაზიაში მისულ მკითხველს კომპანია საჩუქრებსაც დაახვედრებს.

(R)