ავტორი:

მოპარულია ჩანთა და 3 000 დოლარი ნაღდი ფული - აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მდივანი რესტორანში გაძარცვეს

მოპარულია ჩანთა და 3 000 დოლარი ნაღდი ფული - აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მდივანი რესტორანში გაძარცვეს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. შემთხვევა კვირას ღამით მოხდა. ნოემმა ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ "საკითხი ჯერჯერობით არ მოგვარებულა".

  • უსაფრთხოების კამერის კადრების მიხედვით, ქურდი თეთრკანიანი მამაკაცია, რომელიც რესტორანში სამედიცინო ნიღბით შევიდა ნოემის ჩანთა მოიპარა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია მართვის მოწმობა, მედიკამენტები, ბინის გასაღები, პასპორტი, სამსახურებრივი საშვი და დაახლოებით, 3 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული.

საიდუმლო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"ეს არის უსაფრთხოების დარღვევა, რომელსაც რეალურად სერიოზული შედეგები ექნება. ამას სჭირდება სასწრაფო და შემდგომი განხილვა საიდუმლო სამსახურისა და DHS-ის და სხვა სამართალდამცავი პარტნიორების მიერ. საჭიროების შემთხვევაში, საიდუმლო სამსახურს მოუწევს ოპერაციული ცვლილებების შეტანა მსგავს მოვლენებთან უკეთ გასამკლავებლად“, - თქვა ჯონათან უაკროუმ, საიდუმლო სამსახურის ყოფილმა აგენტმა.

ცნობისთვის, კრისტი ნოემი 2019 წლიდან სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი იყო. ამჟამად ის აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც აკონტროლებს ქვეყნის საბაჟოსა და საზღვრის დაცვას, საგანგებო სიტუაციების მართვისა და ფედერალურ სააგენტოებს, აგრეთვე აშშ-ის საიდუმლო სამსახურს.

წყარო