ავტორი:

"ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის მოლაპარაკებების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება" - დიმიტრი პესკოვი

"ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის მოლაპარაკებების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, ამიტომ საჭიროა პირველ წყაროებზე ორიენტირება.

  • ეს განცხადება პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის საუბრის დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

"ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, მათ შორის ავტორიტეტული გამოცემების მიერ, ამიტომ მხოლოდ პირბელ წყაროებს უნდა მოუსმინოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. გამოცემის წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია.