ავტორი:

რუსი დიქტატორის საჩუქარი ტრამპს - როგორია “იდუმალი“ პორტრეტი, რომლის მხატვრის თქმითაც, მას პირადად პუტინი დაუკავშირდა

რუსი დიქტატორის საჩუქარი ტრამპს - როგორია “იდუმალი“ პორტრეტი, რომლის მხატვრის თქმითაც, მას პირადად პუტინი დაუკავშირდა

ა.წ. მარტში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს “იდუმალი“ პორტრეტი აჩუქა.

ნახატი აშშ-ის პირველ პირს ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა გადასცა.

  • მოგვიანებით, ტაკერ კარლსონთან პოდკასტში, მან საჩუქარი აღწერა, როგორც "წამყვანი რუსი მხატვრის მიერ შექმნილი მშვენიერი პორტრეტი".

მან დასძინა, რომ ტრამპი "აშკარად ნასიამოვნები დარჩა ამით".

პორტრეტი აქამდე საჯაროდ არსად გამოუჩენიათ. თუმცა, რუსი მხატვარი, რომელმაც ტილო კრემლის დაკვეთით შექმნა, CNN-თან ექსკლუზიურად საუბრობს პროცესზე და პორტრეტსაც ასაჯაროებს.

  • კრემლმა CNN-ს დაუდასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტისთვის საჩუქრად გადაცემულ ნახატზე გამოსახულია ტრამპი 2024 წლის ივლისში პენსილვანიის შტატში, ბატლერში მომხდარი წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მას მუშტი მაღლა აქვს აწეული და სახეზე თავდასხმის კვალი ეტყობა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მხატვრის ნიკას საფრონოვის ნამუშევარი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სისხლის, ნაწიბურისა და მისი სიმამაცის ჩვენება. ის არ შეშინდა და ხელი მაღლა ასწია რათა ეჩვენებინა, რომ შეერთებულია ამერიკასთან და დაუბრუნებს მას იმას, რასაც იმსახურებს", - განუცხადა მხატვარმა CNN-ს.

საფრონოვს სხვა ქვეყნის ლიდერებიც დაუხატავს. მაგალითად, მას ეკუთვნის ახლახან გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის - კიმ ჩენ ინის პორტრეტები და ა.შ.

  • საფრონოვმა თქვა, რომ ტრამპის პორტრეტისთვის "მასთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და უთხრეს, რომ სურდათ, ისე დაეხატა აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც თავად ხედავდა მას.

”როდესაც დავიწყე პორტრეტის ხატვა, მივხვდი, რომ ამას შეეძლო ჩვენი ქვეყნების დაახლოება. გადავწყვიტე, ამაში ფული არ ამეღო”, - თქვა მხატვარმა.

საფრონოვის თქმით, მოგვიანებით მას თავად პუტინი დაუკავშირდა.

წყარო

იხილეთ ასევე: