ავტორი:

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო - რატომ არ ჩავიდა ლონდონში მარკო რუბიო?

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო - რატომ არ ჩავიდა ლონდონში მარკო რუბიო?

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე, დღეს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მედიისთვის დახურული იქნება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უკრაინაში ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე დღეს ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა მიეღოთ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ლონდონში არ ჩასულა.

  • ”როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტამი ბრიუსმა. მისივე თქმით, ის, რომ რუბიო ლონდონში არ ჩავიდა "ლოჯისტიკურ საკითხებს" უკავშირდება.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს პირადად შეხვდება.