ავტორი:

ავარია გლდანის ხიდზე, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - რას აცხადებენ შსს-ში

ავარია გლდანის ხიდზე, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - რას აცხადებენ შსს-ში

თბილისში, გლდანის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.

“ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები ჩანს.

როგორც შსს-მ AMBEBI.GE-თან განაცხადა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქმის წარმოება ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.