ავტორი:

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა: სად იყო ეპიცენტრი და რას წერს ადგილობრივი მედია?

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა: სად იყო ეპიცენტრი და რას წერს ადგილობრივი მედია?

თურქეთში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა, მათგან ერთის სიმძლავრე 6.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პირველ ჯერზე მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდა იყო (ადგილობრივი დროით 12:13 წუთზე), რასაც 12:49 წუთზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა, 12:51 წუთზე კი მესამედ დაფიქსირდა მიწისქვეშა ბიძგები - ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრე 4.4მაგნიტუდა იყო.

  • მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.