ავტორი:

უმძიმესი კადრები უკრაინიდან, რომელსაც წუხელ რუსეთმა დრონებით და რაკეტებით შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

უმძიმესი კადრები უკრაინიდან, რომელსაც წუხელ რუსეთმა დრონებით და რაკეტებით შეუტია - არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 70- დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.

"დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ტელეგრამარხებზე კიევიდან უმძიმესი კადრები ვრცელდება, რომელსაც სრულად არ გთავაზობთ.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი, ნაწილთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.