ავტორი:

WhiteBIT Georgia — ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში

WhiteBIT Georgia — ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში

WhiteBIT დაარსდა 2018 წელს და წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას.

WhiteBIT არის პირველი გლობალური კრიპტო ბირჟა, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

კომპანია ემსახურება 8,000,000+ მომხმარებელს მსოფლიოს მასშტაბით და თანამშრომლობს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან.

WhiteBIT Georgia ოფიციალურად ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, როგორც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP).

WhiteBIT Georgia ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, ინოვაციურ და ხელმისაწვდომ ფინანსურ კრიპტო სერვისებს.

WhiteBIT აქტიურად ზრუნავს უსაფრთხოებაზე — მისი აქტივების 96% ინახება ცივ საფულეებში. პლატფორმა იყენებს თანამედროვე სისტემებს, რათა დაცული იყოს მომხმარებლის ფინანსები და მონაცემები.

უპირატესობები

WhiteBIT აერთიანებს მრავალფუნქციურობას და მომხმარებელზე მორგებულ მიდგომას.

მის ძირითად უპირატესობებს შორისაა:

  • კრიპტოაქტივების ფართო არჩევანი: WhiteBIT Georgia მომხმარებლებს სთავაზობს 330+ კრიპტოაქტივს და 700+ სავაჭრო წყვილს.
  • მაღალი ლიკვიდურობა და ლიმიტები: პლატფორმის საშუალო ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა 2.5 მილიარდს აღწევს , რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციების მომენტალურ შესრულებას და კონკურენტულ გაცვლით კურსებს.
  • უსაფრთხოება: Hacken.io-ს აუდიტების მიხედვით - WhiteBIT-ი ერთ-ერთი მოწინავე ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიაა კიბერუსაფრთხოებაში.
  • ინოვაციური პროდუქტები: გარდა კრიპტო სამყაროს სტანდარტული პროდუქტებისა, პლატფორმა ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ პროდუქტებსაც გვთავაზობს. ასეთია მაგალითად WhiteBIT ბარათი - პირველი კრიპტო-მეგობრული ბარათი საქართველოში, რომელიც ხდის ყოველდღიურ ტრანზაქციებს მარტივს და მოსახერხებელს.

სამომავლო გეგმები საქართველოში

WhiteBIT-ის გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოში მიზნად ისახავს კრიპტოაქტივების ინტეგრაციას ყოველდღიურ ეკონომიკურ სივრცეში. კომპანია ქმნის ფინანსურ ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს ადგილობრივ დონეზე სესხების, გადახდების, სტეიკინგისა და სხვა კრიპტო სერვისების სრულ სპექტრს.

საქართველო, კრიპტო-მეგობრული გარემოთი, წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზას WhiteBIT-ის მისიისთვის.

საქართველოში კრიპტოგადახდები უკვე იძენს პოპულარობას, და WhiteBIT აქტიურად მუშაობს Whitepay-ის სერვისების ქვეყნის მასშტაბით გავრცელებაზე.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის ახლად გაფორმებული პარტნიორობები წამყვან უნივერსიტეტებთან და დეველოპერებულ კომპანიებთან.

მუდმივი ინოვაციებით და მაღალი სტანდარტებით WhiteBIT აყალიბებს კრიპტოაქტივის მომავალს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დაიწყე კრიპტო ინვესტირება დღესვე, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე https://whitebit.ge/

R