ავტორი:

გამჭვირვალე ბოდე და შავი ჩექმა - ბიანკა და ქანიე შერიგდნენ, ქალი კი კვლავ სკანდალურად ჩაცმული გამოჩნდა კამერებთან (ფოტოები)

გამჭვირვალე ბოდე და შავი ჩექმა - ბიანკა და ქანიე შერიგდნენ, ქალი კი კვლავ სკანდალურად ჩაცმული გამოჩნდა კამერებთან (ფოტოები)

მედიის ცნობით, რეპერი ქანიე ვესტი და ბიანკა ცენსორი შერიგდნენ. ისინი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერთადაც გამოჩნდნენ, თუმცა შემდეგ ბიანკა ესპანეთში სამოგზაუროდ მარტო წავიდა.

  • პაპარაცებმა ის მალიორკაზე შენიშნეს. ბიანკა შავი ჯიპით გადაადგილდებოდა, საჭესთან თვითონ იჯდა. ამჯერადაც ყურადღება მისმა სამოსმა მიიპყრო - რეპერის ცოლს ეცვა გამჭვირვალე ბოდე და შავი ჩექმა.

  • ცნობისთვის დაშორების შემდეგ, ქანიემ ბიანკას სიმღერა მიუძღვნა. სიმღერით ქანიე ცოლს შერიგებას სთხოვდა. ასევე გაირკვა, რომ განშორების მიზეზი რეპერის აქტიურობა გახდა სოციალურ ქსელებში. უფრო ზუსტად კი, ბიანკასთვის მიუღებელი იყო ქანიეს მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტები.

გარდა ამისა, მედია დაშორების მთავარ მიზეზად 2025 წლის გრემის დაჯილდოებას ასახელებს, როცა ბიანკამ წითელ ხალიჩაზე გაიხადა. არსებული ინფორმაციით, ქალს ამის გაკეთება არ სურდა და რეპერმა აიძულა.