გუშინ, მოქანდაკე და მხატვრის ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება (მისამართი: რუსთაველის გამზირი, 27 - რედ.). მოქანდაკეს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
რუსული მედიას მოქანდაკის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მეტად მისი ანდერძი აინტერესებს. ვის რა დარჩება 2 მილიარდ დოლარამდე შეფასებული ქონებიდან ჯერ კიდევ არ გარკვეულა.
22 მანეთით დაწყებული ცხოვრება
ის ოცნებობდა ტიციანივით ყოფილიყო - მდიდარი და დიდებაში ჩაძირული. ცნობილმა მოქანდაკემ თავისი კარიერა 22 მანეთითდაიწყო. მისი სახლი სხვენი იყო... მაგრამ დღეს ზურაბ წერეთელი მსოფლიოში უმდიდრეს ქართველად ითვლება. მისი ქონება ჯერ კიდევ 2007 წელს 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომ არაფერი ვთქვათ 57 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის უძრავ ქონებაზე. 22 აპრილს სსრკ-ისა და რუსეთის სახალხო მხატვარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვის დარჩება უძრავი ქონება, სახლ-მუზეუმი პერედელკინოში და 2 მილიარდი დოლარი? - წერს მედია.
მხატვრის განუმეორებელი სტილი
ზურაბ წერეთლის ანგარიშზე დაახლოებით 5000 ნამუშევარია, თანაც ყველა სრულიად განსხვავებული თემატიკისაა, მაგრამ უფრო ხშირად ისტორიული სიუჟეტები გვხვდება.
მაგალითად, სამარელები ამაყობენ მისი ქანდაკებით "ბიძია სტიოპა მილიციელი", რომელიც მათ ქალაქში 2015 წელს დაიდგა. მოსახლეობამ ფულიც კი შეაგროვა ცნობილი მოქანდაკის ნამუშევრის საფასურად. წერეთელმა კი ჰონორარის მიღებაზე უარი თქვა.
მისი შემოქმედება აფხაზეთშიც დგას. 60-იან წლებში საკურორტო ქალაქებში (ბიჭვინთა, გაგრა, ახალი ათონი) წერეთლის ხელით გაფორმებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები გაჩნდა, რომელსაც ნიჟარის, თევზის, მამლის, ტალღის, რვაფეხას ფორმები ჰქონდა და გაფორმებული იყო ფერადი მოზაიკით.
ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნამუშევარია მოსკოვში 1997 წელს აღმართული პეტრე პირველის ძეგლი. ზოგი აღშფოთებული იყო ქანდაკებისთვის წარუმატებლად შერჩეული ადგილის გამო. ზოგს რუსეთის იმპერატორის სამოსი არ მოსწონდა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, 98 მეტრის სიმაღლის ძეგლი რუსეთში ყველაზე მაღალი ძეგლია და ახლა დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.
ნიუ-იორკში 1990 წელს წერეთლის მონუმენტი - "კეთილი ამარცხებს ბოროტებას" გაიხსნა. შეგახსენებ, რომ მის მიერ დამზადებული სკულპტურა დგას თბილისში, წმინდა გიორგი გველეშაპთან ბრძოლაში, რომელიც ვარდების ხელისუფლებას გადასცა.
წერეთელი ცნობილი იყო, როგორც კეთილი და სტუმართმოყვარე მასპინძელი, რომელიც მოსკოვში სტუმრებს ქართულ სუფრაზე იწვევდა. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თავის აგარაკზე ყვითელ ყვავილებს ხატავდა, თითქოს მოახლოებულ მარადიულ განშორებას წინასწარ გრძნობდა - ამბობენ ახლობლები.
წერეთელმა იმდენი გამოიმუშავა, რომ არა მხოლოდ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც ეყოფა. მრავალმილიარდიანი ქონება, დაახლოებით 60 ათასი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, ათასობით ხელოვნების ნიმუში, ძვირადღირებული მანქანების მთელი პარკი, სახლ-მუზეუმი პერედელკინოში.
ცნობილ მოქანდაკეს დარჩა ქალიშვილი საყვარელი მეუღლისგან, რომელთანაც 40 წელი იცხოვრა - ელენე. ის პირველი მემკვიდრეა კანონის თანახმად. ზურაბ წერეთელს ასევე ჰყავს სამი შვილიშვილი - ზურაბი, ვასილი და ვიქტორია. კიდევ - 4 შვილთაშვილი (ალექსანდრე, ნიკოლოზი, ფილიპე, მარია-იზაბელა) და ორი ნაშვილები ქალიშვილი, რომლებიც წერეთელმა პირადად აღზარდა - ტატიანა და ლუდმილა.
ბოლო 20 წელი მოქანდაკე 46 წლით უმცროს ხელოვნებათმცოდნე ტატიანა კოჩემასოვასთან ცხოვრობდა, მაგრამ ქორწინება არ დაუკანონებიათ. იურისტების თქმით, ქალს თეორიულად შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა. და საერთოდ, მემკვიდრეობის თემა შესაძლოა ხმაურიანი აღმოჩნდეს მედიაში... გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს იმედი აქვს, წერეთელმა ანდერძი დატოვა, რომელსაც მისი დაკრძალვის შემდეგ გახსნიან.
წაიკითხეთ ასევე: