ავტორი:

ინდოეთი პაკისტანს სისხლიან თავდასხმაში ადანაშაულებს, შეუჩერა "წყლის ხელშეკრულება", ჩაკეტა საზღვარი - ახალი ომის საფრთხე ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის?

ინდოეთი პაკისტანს სისხლიან თავდასხმაში ადანაშაულებს, შეუჩერა "წყლის ხელშეკრულება", ჩაკეტა საზღვარი - ახალი ომის საფრთხე ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის?

22 აპრილს ინდოეთის კაშმირის რეგიონში ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთმა მომხდარში პაკისტანი დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომები დააწესა.

  • ინდოეთმა ჩაკეტა ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ასევე შეაჩერა წყლის გაზიარების შესახებ ისტორიული შეთანხმება. გარდა ამისა, ინდოეთი გააძევებს ქვეყნიდან პაკისტანელ დიპლომატებს, გასცეს ბრძანება, რომ ზოგიერთმა პაკისტანელმა, რომლებსაც აქვთ ინდოეთში ცხოვრების უფლება 48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე სხვა ოფიციალური პირები უარყოფენ ქვეყნის მონაწილეობას ამ თავდასხმაში. მათი თქმით იმსჯელებენ, რათა ინდოეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღონ.

კაშმირში მომხდარი თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო ისედაც არეულ-დარეული რეგიონისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ისედაც გაყინულ ორმხრივ ურთიერთობებს ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

ინდოეთის დაყოფისა და 1947 წელს პაკისტანის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ბირთვული იარაღის მქონე მეზობლები ამ რეგიონში ომებს აწარმოებდნენ.

  • ინდოეთი დიდი ხანია ადანაშაულებს ისლამაბადის მთავრობას რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაში, რასაც პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს.

"ამ საზარელი ქმედების უკან მდგომი პირები სამართლის წინაშე წარდგებიან. ჩვენი გადაწყვეტილება, ვებრძოლოთ ტერორიზმს, ურყევია და ის კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.

როგორც აღვნიშნეთ, ინდოეთმა შეაჩერა "წყლის ხელშეკრულება", რომელიც 1960 წლიდან მოქმედებს და ათწლეულების მანძილზე მტრულად განწყობილ ქვეყნებს "გადაურჩა".

ხელშეკრულება ინდოეთს აძლევს მდინარe ინდუსისა და მისი შენაკადების კონტროლის შესაძლებლობას აღმოსავლეთით, ხოლო პაკისტანს - დასავლეთ მდინარეებზე კონტროლის საშუალებას. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინდოეთმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დასავლეთ მდინარეებიდან წყლის პაკისტანში ჩადინების უფლება უნდა მისცეს.

ინდოეთის უსაფრთხოების სააგენტოები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან "კაშმირის წინააღმდეგობის" სახელით ცნობილი ჯგუფი დგას.

თავდასხმის შემდეგ განცხადება გააკეთეს პაკისტანის საგარეო უწყებაში და მომხდარს "შემაშფოთებელი" უწოდეს. მათ სამძიმარი გამოთქვეს ტურისტების დაღუპვის გამო.

  • თავდასხმა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის ხანგრძლივი დაძაბულობის ხელახლა გაღვივების და ახალი ომის დაწყების რისკს ქმნის.