ავტორი:

"უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, მიწების დათმობა მოუწიოს..." - ვიტალი კლიჩკო "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს

"უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, მიწების დათმობა მოუწიოს..." - ვიტალი კლიჩკო "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობაზე საუბრობს

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინას შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებული მზარდი ზეწოლის ფონზე, მიწის დათმობა მოუწიოს, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ კლიჩკომ BBC-ის განუცხადა.

  • "ერთ-ერთი სცენარია... ტერიტორიის დათმობა. ეს უსამართლოა, მაგრამ მშვიდობისთვის, დროებითი მშვიდობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს იყოს დროებითი გამოსავალი“, - ამბობს კლიჩკო.

კიევის მერმა BBC-სთან აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ზელენსკის შესაძლოა, "მტკივნეული გადაწყვეტილების" მიღება მოუწიოს.

მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი რუსულ ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

კიევის მერმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანა. ოკუპანტების შეტევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. კლიჩკო არის ამ დროისთვის ყველაზე მაღალი რანგის უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ მიანიშნა, რომ მის ქვეყანას შესაძლოა, ტერიტორიების დათმობა მოუწიოს, თუმცა დროებით.

აღსანიშნავია, რომ კიევის მერი და ზელენსკი პოლიტიკური ოპონენტები არიან. კლიჩკომ არაერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი და მისი გუნდი ქვეყნის ავტორიტეტის შელახვის მცდელობაში.