ტაილანდში საცდელი ფრენისას, პატარა ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ის წყალში ჩავარდა და ორად გაიხლიჩა.
- მედიის ცნობით, პროპელერიანი თვითმფრინავი Viking DHC-6 Twin Otter იყო. კატასტროფის ამსახველ სურათებზე ჩანს ნამსხვრევები, რომლებიც ჰუა ჰინის რაიონში, ზღვაზე ტივტივებს.
თვითმფრინავი ჰუა ჰინის აეროპორტის მახლობლად, დაახლოებით, დილის 8:00 საათზე ჩამოვარდა.

-
ტაილანდის პოლიციის პრესსპიკერის, არჩაიონ კრაითონგის თქმით, ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი მგზავრი გადაურჩა.
ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ცხედრები ეკიპაჟებმა ამოიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ერთი გადარჩენილის მდგომარეობა ჯერ კიდევ უცნობია.
- კრაითონგმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი პოლიციის ოფიცერი იყო.
კატასტროფის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო