ავტორი:

8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს - მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასნამატი 200% და მეტია

8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს - მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასნამატი 200% და მეტია

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს.

საქმე მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას ეხება.

აღნიშნულ თემაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ისაუბრა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

  • ანგარიშის მიხედვით, საუბარია შემდეგ 14 მედიკამენტზე: ოფლაბ - ოზი, იორილი - 10, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ადაზალ ნეო, არიპრადა, ზინასენი, ლორნიკუსი, ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, საუბარია 200%-იან და მეტ ფასნამატზე.

მისივე ინფორმაციით, მოკვლევის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი.