ავტორი:

დააკავეს TikTok-ერი ასტროლოგი, რომელიც მიანმარში განმეორებითი მიწისძვრას წინასწარმეტყველებდა - “ცრუ განცხადებებით საზოგადოებაში პანიკას თესავდა...“

დააკავეს TikTok-ერი ასტროლოგი, რომელიც მიანმარში განმეორებითი მიწისძვრას წინასწარმეტყველებდა - “ცრუ განცხადებებით საზოგადოებაში პანიკას თესავდა...“

TikTok-ერი ასტროლოგი მიანმარის ახალი მიწისძვრის პროგნოზირებისთვის დააკავეს.

მიანმარის ხელისუფლებამ დააკავა ასტროლოგი, რომელიც თავის TikTok-ის გვერდზე, ვიდეოში მიანმარში მოსალოდნელ კიდევ ერთ მიწისძვრაზე საუბრობდა.

ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, ასტროლოგი “ცრუ განცხადებებით საზოგადოებაში პანიკას თესავდა“ და ამასთან “ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ხოლო ექსპერტების თქმით, მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლებელია

  • ჯონ მო ტეჰმა თავისი პროგნოზი 9 აპრილს გამოაქვეყნა. მანამდე, ორი კვირით ადრე კი ქვეყანაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ 3500 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საუკუნოვანი ტაძრები გაანადგურა.

ჯონ მო ტე გამომწერებს აფრთხილებდა, რომ 21 აპრილს „მიანმარის ყველა ქალაქში მიწისძვრა მოხდებოდა“. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების აღელვება გამოიწვია.

თავის ვიდეოში, რომელიც სამ მილიონზე მეტჯერ ნახეს, ჯონ მო ტე ხალხს მოუწოდებდა, „თან წაეღოთ მნიშვნელოვანი ნივთები და გაქცეულიყვნენ შენობებიდან.“

„ხალხი დღისით მაღალსართულიან შენობებში არ უნდა იმყოფებოდეს“, - ეწერა ვიდეოს აღწერაში.

მისი TikTok ანგარიში ამჟამად გაუქმებულია.

წყარო