მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუტანა..
ანანო სამხარაძე "ნიკოს შოუს" ბენდის ახალი წევრია, რომელმაც მანუ მურღულია ჩაანაცვლა. როგორც გვიყვება, ჩემპიონთან ურთიერთობას აღარ მალავს.
- ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ ასე საჯაროდ არ გამოგვაქვს, თუმცა ურთიერთობას აღარ ვმალავთ... გიორგის ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, თუ მოიგებდა, სიყვარულს რაღაც ფორმით აუცილებლად გამოხატავდა და ასეც აასრულა, ძალიან გამახარა...
ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს ჟესტი, თან ძალიან გახარებული, აღელვებული ვიყავი. მოგეხსენებათ, სახუმარო თემა არ არის, ევროპის ჩემპიონი რომ გახდე. ვამაყობ, ასეთი ადამიანი რომ მყავს გვერდით.
- რამდენად უდგახართ მხარში, დაძლიოს დიდი სირთულეები?
- ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. მეც ტელევიზიაში ვმუშაობ და საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს, შემდეგ ტიკ-ტოკის გადაღებები. მეც მჭირდება ხელშეწყობა, უფრო მეტად რომ დავდგე ფეხზე. გიორგის ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს, რაც ძალიან კარგად მესმის. ამიტომაც სულ ვამხნევებთ და ვეხმარებით, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შეგნებული ადამიანია.
- სად და როდის გაიცანით ერთმანეთი?
- ერთმანეთი ონლაინ გავიცანით, ზუსტად იმ პერიოდში, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო და შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა.