მაშინ, როდესაც სიზმრები გაღვიძებისთანავე ქრება, თურქული სერიალი Eşref-i Rüya ერთ დიდ სიზმრად იქცევა, რომელსაც ვერასდროს ივიწყებ. სერიალი გვიამბობს შეყვარებული წყვილის დაუჯერებელ შეხვედრაზე. მათი გზა სავსეა გამოცდებით, საიდუმლოებებით და იმ არჩევნებით, რომლებიც სიცოცხლესა და ბედისწერას ცვლიან.
სერიალის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები ტიკ-ტოკზე განსაკუთრებულად პოპულარულია. გადავწყვიტეთ მთავარ გმირზე, ბევრი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ.
დემეთ ოზდემირი თურქული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ვარსკვლავია. მსახიობის ფილმოგრაფია ყოველწლიურად ახალი, შთამბეჭდავი პროექტებით ივსება, ხოლო მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა მსოფლიოში სწრაფად იზრდება.
დემეთ ოზდემირი დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს, იზმითში. ის ოჯახში მესამე შვილი იყო. მსახიობს ჰყავს უფროსი ძმა, ვოლკანი და და, დერია. გოგონას მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც ის რვა წლის იყო. უფროს დასთან და დედასთან ერთად დემეთი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. დერია პროფესიონალურად ცეკვავდა და სწორედ ამით არჩენდა მთელ ოჯახს. სწორედ ის იყო დიდი ხნის განმავლობაში უმცროსი დის კერპი. სკოლაში სწავლისას დემეთმაც დაიწყო ცეკვის კურსებზე სიარული, მაგრამ მას არასოდეს უნდოდა ამ სფეროში პროფესიონალი გამხდარიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დერია დაქორწინდა, მის უმცროს დას მოუწია მატერიალური საზრუნავის საკუთარ თავზე აღება.
დერიას ყოფილ მენეჯერთან დაკავშირების შემდეგ, დემეთმა სამსახური იშოვა. მალე ოზდემირის მეგობრებმა ურჩიეს მას სამსახიობო სფეროში ეცადა თავი. რჩევებს მოუსმინა და ჩაეწერა შაჰიკა თექანდის თეატრალურ სტუდიაში, სადაც სწავლას სამსახურთან აერთიანებდა.
"სანამ მსახიობი გავხდებოდი, ცეკვით ნაშოვნი ფული სამსახიობო გაკვეთილებში ჩავდე და ორი წლის სწავლის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი სურვილი მსახიობობაა და რომ საბოლოოდ აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი ვნება", - იხსენებდა ოზდემირი.
კინოში დემეთ ოზდემირის დებიუტი 2013 წელს შედგა. სწორედ მაშინ მიიღო მან აილინის როლი ფანტასტიკურ სერიალში "გამხელილი საიდუმლო". შემდეგი პროექტი იყო გახმაურებული სერიალი - "ქურთ სეითი და ალექსანდრა". ხოლო 2015 წელს ოზდემირი ერთდროულად ორ ფილმში გადაიღეს, რომლებმაც მას პოპულარობა მოუტანა. თავდაპირველად ეკრანებზე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი "დაპირება შეასრულე", შემდეგ კი დემეთმა მთავარი როლი შეასრულა სერიალში "მარწყვის სურნელი".
მსახიობის შემდგომმა კარიერამ სწრაფად დაიწყო განვითარება. 2016 წელს ის გადაიღეს სერიალში "ნომერი 309", ხოლო ერთი წლის შემდეგ მიიღო როლი ფილმში "ვისთან ერთად ცეკვავ?". მსოფლიო პოპულარობა დემეთს სერიალმა "ნაადრევი ფრინველი" მოუტანა, რომელშიც მან ჯან იამანთან ერთად ითამაშა. რომანტიკული კომედია დღემდე მსოფლიოში თურქული სერიალების ყველაზე პოპულარული პროექტების სიაში შედის.
2019 წელს ოზდემირმა როლი მიიღო დრამაში "სახლი, სადაც დაიბადე - შენი ბედისწერაა". მსახიობისა და იბრაჰიმ ჩელიქოლის ტანდემმა თურქული სერიალების თაყვანისმცემლები მოხიბლა, ხოლო თავად დრამამ, ისევე როგორც ცნობილი ადამიანის თამაშმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებლებზე. ინტერვიუში დემეთმა აღიარა, რომ სწორედ ამ სერიალმა დატოვა სამუდამო კვალი მის სულში, რადგან მსახიობსა და მის გმირს ბევრი საერთო ჰქონდათ.
ოზდემირის მონაწილეობით რამდენიმე ფილმის ზედიზედ ფენომენალური წარმატების შემდეგ, პროდიუსერებმა მას ფაქტიურად ახალი შეთავაზებებით დატვირთეს. თურქი მსახიობი ყოველ ჯერზე ცდილობდა სხვადასხვა ჟანრის პროექტების შერჩევას. დემეთს სურდა მაყურებლისთვის ეჩვენებინა მთელი თავისი მრავალფეროვნება და არტისტიზმი.
პირადი ცხოვრება
დემეთ ოზდემირი არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიობია, არამედ მომხიბვლელი ქალიც. გასაკვირი არ არის, რომ მისი მონაწილეობით ყოველი ახალი პროექტის გამოსვლის შემდეგ, მას პარტნიორთან რომანს მიაწერენ. თუმცა, თავის დროზე ოფიციალურად დაადასტურა რამდენიმე რომანი. 2015 წელს მან და იუსუფ ჩიმმა თავიანთი რომანი გაასაჯაროეს. ის დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.
2018 წელს დემეთმა საზოგადოებას ოზდემირ სეჩკინი წარუდგინა, როგორც თავისი ახალი შეყვარებული, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობები დაშორდნენ.
2022 წელს თურქული სერიალების ვარსკვლავი თავის რჩეულზე - მომღერალ ოღუზჰან კოჩზე დაქორწინდა. რომანის დროსაც კი წყვილი რამდენჯერმე დაშორდა, მაგრამ ყოველ ჯერზე შერიგდა. თუმცა, ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა. 2023 წლის 8 მაისს ცნობილი ადამიანები ოფიციალურად განქორწინდნენ.
მას შემდეგ დემეთს თავისი პირადი ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ უსაუბრია. ინტერვიუებში მსახიობი ამბობს, რომ ახლა მისთვის კარიერა პირველ ადგილზეა. დაკავებულობის გამო ოზდემირს უბრალოდ არ აქვს დრო ახალი ნაცნობებისა და პაემნებისთვის.
დემეთ ოზდემირი ახლა
ამჟამად დემეთ ოზდემირი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ის განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ახალი პროექტების შერჩევას. მსახიობი რამდენიმე ბრენდის ოფიციალური სახეა, აქტიურად იღებენ სარეკლამო რგოლებში და ეწევა ქველმოქმედებას.
თავისუფალ დროს თურქული სერიალების ვარსკვლავი ოჯახთან ურთიერთობას, წიგნების კითხვას, მოგზაურობასა და სპორტს უთმობს. დემეთი რეგულარულად სტუმრობს სპორტდარბაზს და ყურადღებით ადევნებს თვალს თავის ფიგურას. თურქი მსახიობი ცდილობს სწორად იკვებოს, მაგრამ ამავე დროს არ მიმართავს მკაცრ დიეტებს.
საინტერესო ფაქტები
ერთხელ, უფროს დასთან კამათის დროს, დემეთმა თქვა, რომ არასოდეს გააკეთებდა იმას, რასაც დერია აკეთებდა. ხმამაღალი სიტყვების მიზეზი უფროსი დის გამომწვევი საკონცერტო კოსტიუმები გახდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ოზდემირი მის კვალს გაჰყვა.
სცენაზე პირველად გამოსასვლელად მას ერთ თვეში 11 კილოგრამის დაკლება მოუწია. მას შემდეგ ყურადღებით აკონტროლებს წონას.
მსახიობის დედა უმცროსი ქალიშვილის ადვოკატად ხილვაზე ოცნებობდა. თუმცა, დემეთმა მტკიცედ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ხელოვნებისთვის დაეკავშირებინა და მშობლის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდა.
მსახიობი ძალიან ეჭვიანია.
თურქული სერიალების ვარსკვლავმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში მასთან ლაპარაკიც კი არ შეიძლება. გრილი შხაპი და ყავა მისი საუკეთესო დილის მეგობრებია. ყოველდღიურ ცხოვრებაში თურქი მსახიობი სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
დემეთის საყვარელი ფილმია "მოჩვენება" პატრიკ სუეიზისა და დემი მურის მონაწილეობით. მსახიობი ოცნებობს პროფესიონალურად ხატვა ისწავლოს, მაგრამ ამისთვის არასოდეს არ აქვს დრო.
წაიკითხეთ ასევე: