ავტორი:

ვრცელდება ზელენსკისა და ტრამპის ვატიკანში გამართული შეხვედრის ფოტოები - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა პაპის დაკრძალვამდე: დეტალებზე წერს მედია

ვრცელდება ზელენსკისა და ტრამპის ვატიკანში გამართული შეხვედრის ფოტოები - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა პაპის დაკრძალვამდე: დეტალებზე წერს მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს.

"პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა.

"ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთი ომის დაწყებას. ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ისტორიული გახდეს, თუ ერთობლივ შედეგებს მივაღწევთ. გმადლობთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ“, - წერს ზელენსკი შეხვედრის შემდეგ.