ავტორი:

რა რეაქცია ჰქონდა ჯონ კერის, როცა ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის იყო სახელმწიფო მდივანი, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა

რა რეაქცია ჰქონდა ჯონ კერის, როცა ჟურნალისტმა უთხრა, რომ ის იყო სახელმწიფო მდივანი, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თავდაცვითი პოზიცია დაიკავა მას შემდეგ, რაც MSNBC-ის წამყვანმა განუცხადა, რომ რუსეთმა ობამას ადმინისტრაციის დროს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ, მოახდინა ყირიმის ანექსია.

ჟურნალისტი კრის ჯანსინგი პარასკევს, რომის პაპის დაკრძალვამდე ესაუბრა კერის და აღნიშნა, რომ პაპი ფრანცისკე ღიად საუბრობდა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომზე.

”თქვენ იყავით სახელმწიფო მდივანი, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა”, - თქვა ჯანსინგმა.

"ჩვენ არ მივეცით რუსეთს ყირიმის ანექსიის უფლება. მის წინააღმდეგ დავდექით" - განაცხადა კერიმ.

ჟურნალისტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს დონალდ ტრამპის კომენტარის შესახებაც ჰკითხა, რომლის თანახმადაც, რუსეთი ყირიმზე კონტროლს შეინარჩუნებს.

”ეს არის უზარმაზარი ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში. სულაც არ ვეთანხმები ამ კომენტარს,” - განაგრძო კერიმ. "ვინ იცის, რას გადაწყვეტენ მხარეები. ცხადია, რომ გადაწყვეტილება თითოეული მხარისთვის სამართლიანი და დაბალანსებული უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია შენი პოზიციის წინასწარ გამოცხადება. ვიცი, რომ პრეზიდენტი მონდომებულია და მშვიდობის დამყარება სურს. ამაში წარმატებას ვუსურვებ".

წყარო