ავტორი:

იუბილარი მელანია მკაცრი დრეს-კოდით და პაპის დაკრძალვის შემდეგ, ბორტზე გამართული მოკრძალებული ვახშამი - როგორია აშშ-ის პირველი ლედის 55-ე დაბადების დღე (ფოტოები)

იუბილარი მელანია მკაცრი დრეს-კოდით და პაპის დაკრძალვის შემდეგ, ბორტზე გამართული მოკრძალებული ვახშამი - როგორია აშშ-ის პირველი ლედის 55-ე დაბადების დღე (ფოტოები)

ვატიკანის შეფასებით, პაპთან გამოსამშვიდობებლად შაბათს არანაკლებ 200 ათასი ადამიანი მივიდა. შეკრებილთა შორის არიან სხვადასხვა სტატუსის ადამიანები, ასევე მრავალი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, იტალიის პრემიერ მინისტრი, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.

პაპის დაკრძალვას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მელანია, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის პირველი ლედი დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს - ის 55 წლის გახდა.

დაკრძალვისთვის ვატიკანის მკაცრი დრეს-კოდის შესაბამისად, მელანიას შავი კოსტიუმი და მოკრძალებული ქვედაკაბა ეცვა. ჩაცმულობას კი შავი მაქმანებიანი თავსაბურავი შეუხამა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, წყვილმა წმინდა პეტრეს მოედანი დატოვა და აეროპორტისკენ გაემგზავრა. პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბორტზე მელანიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი "მოკრძალებული" ვახშამი გაიმართებოდა.

პაპის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი. 82 წლის ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის რანგში პაპ ფრანცისკეს სამჯერ შეხვდა.