ავტორი:

"სპეციალური ოპერაცია" ცხინვალში - დააკავეს 11 ადამიანი: რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ

"სპეციალური ოპერაცია" ცხინვალში - დააკავეს 11 ადამიანი: რა დეტალები ხდება ცნობილი მომხდარის შესახებ

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში 11 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ "დანაშაულებრივ საქმიანობაში“.

  • ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამი პირი ცხინვალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც VAZ-2131-ის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და რვა ვაზნა ამოიღეს. გარდა ამისა, დაკავებულთა სახლებში ამოიღეს საბრძოლო მასალა, სიმ ბარათები.

მანამდე ე.წ. შს სამინისტრომ გამოაცხადა განსაკუთრებული ზომები, რომელიც მათი განცხადებით, მაღალჩინოსნებზე თავდასხმას უკავშირდებოდა. Telegram-ის რამდენიმე არხის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ჩოჩიევის სახლში და მოითხოვეს მებაჟესთან კონტრაქტის გაფორმება. ზოგიერთი ცნობით, ჩოჩიევი სცემეს.

სპეციალური ოპერაციის დროს ცხინვალის ქუჩებში მოქმედებდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საგანგებო რეჟიმი, ქუჩებში პატრულირებდნენ, ჩხრეკდნენ მანქანებს რათა ეჭვმიტანილებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დატოვება არ შესძლებოდათ.