ავტორი:

"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“ - გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე და რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ლიდერებს

"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“ - გაშიფრეს თუ რას ეჩურჩულებოდა მელანია დონალდ ტრამპს რომის პაპის დაკრძალვაზე და რა უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ლიდერებს

"რა თქვეს ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე ხელის ჩამორთმევისას, ტუჩების მოძრაობის ამოკითხვის მიხედვით?" - ამ თემაზე სტატიას nypost.com აქვეყნებს.

  • პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, პრეზიდენტს მიუთითა, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე სხვა მსოფლიო ლიდერებისთვისაც ჩამოერთმია ხელი.

სამსაათიანი კათოლიკური მესის დროს, დამსწრეებს შესთავაზეს ერთმანეთისთვის "მშვიდობის ნიშანი“ გადაეცათ ხელის ჩამორთმევით.

"დონალდ, მარცხნივ გაიხედე“, - ჩასჩურჩულა მელანიამ ქმარს, სასამართლო ექსპერტ-ლიპიდოლოგ ჯერემი ფრიმენის თქმით.

პირველი ლედის მითითების შემდეგ, ტრამპი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისსა და ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს მიუბრუნდა და უთხრა: "ძალიან მიხარია თქვენი ნახვა".

შემდეგ, მარჯვნივ შებრუნებულმა ტრამპმა ხელი ჩამოართვა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ხელის ჩამორთმევაზე გადავიდოდა, რაც ვიდეოშიც ჩანს.

ტრამპსა და მაკრონს ხელის ჩამორთმევის დროს არ ულაპარაკიათ..

  • ტრამპი სტუბს უყურებს და ეუბნება:

"ძალიან მიხარია შენი ნახვა, ალექს, მიხარია შენი ნახვა. როგორ ხარ?“ - ჰკითხა ტრამპმა სტუბს.

ტრამპებს წინა რიგში ეკავათ ადგილები წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ ცერემონიაზე. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ვატიკანის პროტოკოლი მათ გავლენიანი არქიეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, კარდინალებისა და მმართველი მონარქების უკან მოათავსებდა.

ტრამპს მუქი ლურჯი კოსტიუმი ეცვა, ხოლო მელანიას - მაქმანებიანი შავი კაბა.

  • ცერემონიის დროს, ტრამპმა მელანიას ტკბილად ჰკითხა: "კარგად ხარ?“, რაზეც მან თავის დაქნევით უპასუხა.

"კარგი დისკუსია იყო“, - უთხრა ერთ მომენტში პრეზიდენტმა მეუღლეს, თუმცა გაურკვეველია, რომელ დისკუსიაზე საუბრობდა.

"კარგია“, - უპასუხა მან.

"დროა“, - თქვა შემდეგ ტრამპმა, რაზეც მელანიამ უპასუხა: "დიახ, გეთანხმები“.

ლონდონში მცხოვრები ფრიმენი, რომელმაც საუბარი გაშიფრა დაბადებიდან სმენადაქვეითებულია და 16 წელია, რაც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ სერტიფიცირებულ ექსპერტ მოწმედ მუშაობს მოსარჩლეებისთვის, პოლიციისა და ჟურნალისტებისთვის.