ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.
აფეთქების სავარაუდო მიზეზი პორტში არსებული ქიმიკატები იყო, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. Ambrey Intelligence-ის განცხადებით, ხანძარი გამოწვეული იყო "ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის ტვირთის არასათანადო დამუშავებით“.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძარი გაჩნდა და გავრცელდა გაუხსნელ კონტეინერებზე, სადაც "აალებადი მასალა" ინახებოდა.
შეგახსენებთ, ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.
იხილეთ ასევე: