ავტორი:

რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს - დაიღუპა 3 ადამიანი

რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს - დაიღუპა 3 ადამიანი

“რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკას კერძო სექტორში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა,“ - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 47 და 48 წლის წყვილმა და 78 წლის მოქალაქემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.

ამასთან, დაზიანდა 21 სახლი და ავტომობილი.