სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი თავისი 30-ე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე პაპარაცებმა კამერის ფოკუსში მოაქციეს. ფოტოებზე ჯიჯი ბრედლი კუპერთან ერთად ჩანს, თუმცა წყვილით დაინტერესებულმა ადამიანებმა საინტერესო დეტალი შენიშნეს - მოდელს არათითზე ოქროს ბეჭედი ეკეთა.
პრესის კითხვებზე მათი შესაძლო ნიშნობის შესახებ არც ბრედლი კუპერის და არც ჯიჯი ჰადიდის წარმომადგენლები სცემენ პასუხს.
ბედნიერი წყვილი ნიუ იორკში მდებარე კოქტეილ ბარში ხელჩაკიდებული შევიდა, სადაც მათ ჯიჯის და, ბელა ჰადიდი, და მათი მშობლები, იოლანდა და მუჰამედ ჰადიდები შეხვდნენ.
როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა არაჩვეულებრივია, რადგან ჯიჯიმ მარტში მიცემულ ინტერვიუში ბრედლიზე ღიად ისაუბრა: "იმ ეტაპს რომ მიაღწევ, როცა იცი რა გსურს და რას იმსახურებ ურთიერთობაში და შემდეგ ისეთ ადამიანს იპოვი, ვინც ასეთივეა, ეს ყველაზე კარგი რამაა. ორივე იმას ვცდილობთ, რომ ერთმანეთისთვის საუკეთესო პარტნიორები ვიყოთ. ის საკუთარი თავის რწმენას მაძლევს და მგულშემატკივრობს".
ჭორების მიხედვით, ჯიჯისა და ბრედლის რომანი 2023 წლის ბოლოს დაიწყო. როგორც გაირკვა, ისინი პირველად ერთმანეთს საერთო მეგობრის შვილის დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდნენ და მას შემდეგ დაახლოვდნენ.
ცნობისთვის, ბრედლი კუპერს ყოფილ შეყვარებულ ირინა შეიკთან 7 წლის ქალიშვილი, ლეა ჰყავს, ჯიჯის კი ზეინ მალიკთან 4 წლის ქალიშვილი, ხაი.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა