ავტორი:

“მსოფლიო აკვირდება“ - რას წერს ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

“მსოფლიო აკვირდება“ - რას წერს ამალ და ჯორჯ  კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

უფლებადამცველების ამალ და ჯორჯ კლუნების “ფონდი სამართლიანობისთვის“ გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს დააკვირდება.

ამის შესახებ ფონდი თავის X-ის ანგარიშზე წერს.

“ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო წყვეტს, დატოვოს თუ არა ის წინასწარ პატიმრობაში. #TrialWatch მონიტორინგს გაუწევს პროცესს. დღეს დილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა, უფლებების მრავალჯერადი დარღვევის ბრალდებით. მსოფლიო აკვირდება“, - წერს კლუნების ფონდი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">⚖️ The trial of Georgian journalist Mzia Amaglobeli continues today as the court decides whether to keep her in pre-trial detention. <a href="https://twitter.com/hashtag/TrialWatch?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#TrialWatch</a> will monitor the hearing. <a href="https://t.co/6GAmhXYwnz">pic.twitter.com/6GAmhXYwnz</a></p>&mdash; Clooney Foundation for Justice (@ClooneyFDN) <a href="https://twitter.com/ClooneyFDN/status/1916769580887744924?ref_src=twsrc%5Etfw">April 28, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

კლუნების ფონდი, Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს.