ავტორი:

პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა - გადაიდო ავიარეისები: რას უკავშირებენ მომხდარს?

პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა - გადაიდო ავიარეისები: რას უკავშირებენ მომხდარს?

პორტუგალიისა და ესპანეთის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც სხვა პრობლემებთან ერთად, პრობლემა შეექმნა ავიამიმოსვლასაც - გადაიდო ავიარეისები.

"არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

"ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არაა იმისა, რომ დღევანდელი ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევამ გამოიწვია. ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზების დასადგენად და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს და შეფერხება შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

ამასთან, საფრანგეთის ელექტროქსელის ოპერატორის RTE-ს ცნობით, ელექტროენერგია დროებით ქვეყნის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა ახლა ქსელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.