ავტორი:

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - რას წერს ჟურნალისტი?

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - რას წერს ჟურნალისტი?

"ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.

  • როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, "ჩხრეკაზე მივიდნენ" სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც.

"აი რა სარგებლობა მოაქვს დილის 7 საათზე გაღვიძებას.9 საათი არ იყო რომ მოვიდნენ.10 კაცია. ზოგი ფორმით, ზოგი უფორმოთ, ჯერ საბუთებს ავსებენ. ჩხრეკაა მალე დაიწყებენ. ამ სტატუსს სხვა წერს ჩემი გაგზავნილი მესიჯით.

ტელეფონი ჩამომართვეს. ადვოკატს ველოდები. უკეთესი იქნებოდა საბას მოესწრო სკოლაში წასვლა.დანარჩენი, მე რომ ამით ვერ შემაშინებენ იცით... ცეცხლი ოლიგარქიას!ცეცხლი გაბიტაშვილს და რუს მთავრობას დამხობა" - წერს ჟორჟოლიანი.

  • ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი სახლი დატოვეს, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებდა.

"სუსი გავიდა სახლიდან, სახლი თავისუფალია. ასე წავლენ „ქოცებიც“. ახლა დაიწყეს სახლის ჩხრეკა“, - წერს ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში უკვე იმყოფებიან მისი ადვოკატები.

ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია.

  • ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლები "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის და სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ.

ნახეთ ასევე: