ავტორი:

"კარებზე ბრახუნით მოვიდნენ, ბავშვთან ერთად ვიყავი" - მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა: რას ჰყვება აქტივისტი

"კარებზე ბრახუნით მოვიდნენ, ბავშვთან ერთად ვიყავი" - მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა: რას ჰყვება აქტივისტი

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა - პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს.

  • როგორც აქტივისტმა, მარიამ ბაჯელიძემ აღნიშნა, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

"დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი. რომ ვიკითხე ვინ იყვნენ, მითხრეს მეზობელი ვარ. 4 ადამიანი იყო, სამხრე კამერები რომ ჰქონდათ ჩართული დავინახე. მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“,-აღნიშნა ბაჯელიძემ.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის" დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

წაიკითხეთ ასევე: