ავტორი:

ტურისტმა ზიპლაინზე, შემთხვევით გადაიღო ტერორისტული აქტი ქაშმირში, სადაც 26 ადამიანი მოკლეს

ტურისტმა ზიპლაინზე, შემთხვევით გადაიღო ტერორისტული აქტი ქაშმირში, სადაც 26 ადამიანი მოკლეს

ტურისტმა შემთხვევით გადაიღო ინდოეთში, კერძოდ ქაშმირში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, სადაც 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 26 ტურისტი მოკლეს და ათობით დაჭრეს.

შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები ინტერნეტში ახლახან გავრცელდა.

  • კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ტერორისტული თავდასხმის მომენტში, ზიპლაინზე მოძრაობს. პარალელურად კი მის ქვემოთ, მინდორზე ისმის სროლის ხმები და პანიკაში მყოფი დამსვენებლები სხვადასხვა მიმართულებით გარბიან. ვიდეოს ავტორი კი ზიპლაინის ხმისა და ჩაფხუტის გამო ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს.

  • რიში ბჰატი 22 აპრილის ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა. როგორც მან ადგილობრივ საინფორმაციო არხებს განუცხადა, სავარაუდოდ მისი სიცოცხლე ზიპლაინმა გადაარჩინა.

პოლიციის ორი უფროსი ოფიცრის თქმით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბევრი დღემდე მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდარმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა. ინდოეთმა თავდასხმის მხარდაჭერაში პაკისტანი დაადანაშაულა, თუმცა ისლამაბადი ბრალდებას უარყოფს.

ცეცხლის გახსნის შემდეგ, ორივე მხარის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს კონტროლის ხაზის გასწვრივ, რომელიც სადავო ქაშმირში დე-ფაქტო საზღვარია და ჰიმალაის საგუშაგოების გამაგრებულ ზონას წარმოადგენს. ანალიტიკოსების თქმით, არსებობს რისკი, რომ საომარი მოქმედებები სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

  • დელიმ და ისლამაბადმა ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე მიიღეს ზომების სერია: ინდოეთმა შეაჩერა ინდუსის წყლების ხელშეკრულება, რომელიც მდინარის ერთობლივ გამოყენებას გულისხმობდა.
  • ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.

წყარო

იხილეთ ასევე: