ავტორი:

რა უწინასწარმეტყველეს ხვიჩას პსჟ-ს დღევანდელ მატჩში - როგორია  სუპერკომპიუტერის პროგნოზი?

რა უწინასწარმეტყველეს ხვიჩას პსჟ-ს დღევანდელ მატჩში - როგორია  სუპერკომპიუტერის პროგნოზი?

დღეს ბრიტანული "არსენალი" ფრანგულ პსჟ-ს მასპინძლობს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩისთვის ფეხბურთის ექსპერტებმა პროგნოზები გააკეთეს, თუმცა თავისი წინასწარმეტყველება სუპერკომპიუტერსაც აქვს.

"არსენალს" და პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე განსხვავებული, მაგრამ შთამბეჭდავი გზა ჰქონდათ. მეთოფეები მეთექვსმეტედფინალში და მეოთხედფინალში უნაკლოები იყვნენ. ტურნირზე მათ მხოლოდ ერთხელ განიცადეს მარცხი - ისიც, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. მეთექვსმეტედფინალში ლონდონელებმა "პსვ ეინდჰოვენი" საერთო ანგარიშით, 9-3 დაამარცხეს, შემდეგ კი, მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი, "რეალი" ანგარიშით 5-1 გამოთიშეს ტურნირიდან.

რაც შეეხება პსჟ-ს, ფრანგულ გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არასტაბილური სეზონი ჰქონდა. მათი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ სეზონში ფავორიტისა და პრემიერ ლიგის ჩემპიონის, "ლივერპულის" გამოთიშვა იყო. ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ვიტინია და დეზირე დუე პსჟ-ს გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ.

ორი გუნდი სეზონის დასაწყისში უკვე შეხვდა ერთმანეთს, მატჩში "არსენალმა" 2-0 გაიმარჯვა, მაგრამ ეს სხვა თამაში იქნება.

ESPN-ის ექვსმა ექსპერტმა და ანალიტიკოსმა მატჩის პროგნოზი გააკეთა. ოთხმა მხარი პსჟ-ს გასვლას დაუჭირა, ხოლო ორმა - "არსენალის", რომელიც ისტორიაში მხოლოდ ერთხელ არის გასული ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

რაც შეეხება კომპიუტერის პროგნოზს, თვის დასაწყისში, Opta-ს სუპერკომპიუტერმა "არსენალს" ფინალში გასვლის 47.6% შანსი მიანიჭა, ხოლო პსჟ-ს - 45.9%. სუპერკომპიუტერის წინასწარმეტყველებით, მეთოფეებს პირველი მატჩის მოგების 44.8%-იანი შანსი ექნებათ, ხოლო პსჟ-ს - 29.4% -იანი. უახლესი პროგნოზებით, ინგლისურ გუნდს ტურნირის მოგების 31.3%-იანი ალბათობა აქვს, პსჟ-ს შემთხვევაში კი იგივე მონაცემი 22%-ს შეადგენს. გამარჯვებული მილანის "ინტერს" ან "ბარსელონას" დაუპირისპირდება, რომელთაგანაც ორივემ ტურნირი გასულ ათწლეულში მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა აქამდე ვერც "არსენალის" ფეხბურთელებმა მოახერხეს და ვერც - პარიზელებმა, ამიტომ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფინალში გასასვლელად ორივე კლუბმა თავისი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს. წყარო

იხილეთ ასევე: