ავტორი:

"10 სახლი უფრო ბედნიერს გამხდის?.. გარკვეულ მომენტში ქონება შენზე იმარჯვებს..." - სად ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ამავდროულად ყველაზე ძუნწი მილიარდერი?

"10 სახლი უფრო ბედნიერს გამხდის?.. გარკვეულ მომენტში ქონება შენზე იმარჯვებს..." -  სად ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ამავდროულად ყველაზე ძუნწი მილიარდერი?

ლეგენდარულმა ინვესტორმა, უორენ ედვარდ ბაფეტმა, წარუმატებელი ტექსტილის ფაბრიკა ჯერ ფინანსურად გამართა და შემდეგ მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ჰოლდინგ კომპანიად იქცა.

Forbes-ის მონაცემებით, ბაფეტის, რომელსაც თავისი საინვესტიციო ნიჭის გამო მეტსახელად "ომაჰას ორაკულს“ უწოდებენ, პირადი ქონება 160 მილიარდ დოლარზე მეტია.

  • მიუხედავად იმისა, რომ უახლესი პროგნოზით, აშშ-ის საფონდო ბირჟას რთული წელი ელის და მოსალოდნელია აშშ-ის აქციების საბაზრო კაპიტალიზაციის თითქმის 5 ტრილიონი დოლარით შემცირება, უორენ ბაფეტის მოგება მატულობს.

მიუხედავად იმისა, რომ წელს მასკმა 97.1 მილიარდი დოლარი დაკარგა, ხოლო Alphabet-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა - 22.6 მილიარდი დოლარი, ლეგენდარული Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთია იმ ორი მილიარდერიდან, ვისი ქონებაც 2025 წელს დაახლოებით 24 მლრდ დოლარით გაიზარდა.

კომპანიის დოკუმენტების თანახმად, Berkshire Hathaway-მ 2024 წელს 134 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

  • მან თავიდან აიცილა დიდი დანაკარგები არასტაბილური ტექნოლოგიებისა და საბანკო აქციების ექსპოზიციის შემცირებით:

Berkshire Hathaway-მ Apple-ში თავისი წილის 70% 2024 წელს, ცოტა ხნით ადრე გაყიდა, ვიდრე აშშ-სა და ჩინეთის ტარიფები Apple-ს მძიმე დარტყმას მიაყენებდა.

Berkshire-ის პორტფელიდან გამოირიცხნენ ასევე Bank of America და Citigroup: ორივე კომპანიას 2025 წელს საპროცენტო განაკვეთების ზრდამ და მარეგულირებელი ორგანოების ზეწოლამ დიდი ზიანი მიაყენა. აქციები კი უორენ ბაფეტმა მანამდე გაყიდა.

ის ბერკშირიში ყოველწლიურად მართავს ღონისძიებას, სადაც ბაფეტის მოსასმენად ათასობით ადამიანი ჩადის. ბაფეტის პოპულარობა არც არის გასაკვირი. მას ფულის გამომუშავების ფენომენალური ნიჭი აღმოაჩნდა.

უორენ ბაფეტმა ინვესტირება ადრეულ ასაკში დაიწყო, პირველი აქციები 11 წლის ასაკში შეიძინა, ხოლო პირველი უძრავი ქონება - 14 წლის ასაკში.

  • ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ბიზნესის ხარისხის მიღების პარალელურად, ლეგენდარულ ინვესტორ ბენჯამინ გრეჰემთან სწავლობდა.
  • ბაფეტმა შეიძინა გაღატაკებული ტექსტილის კომპანია Berkshire Hathaway, რომელიც მოგვიანებით სხვა ბიზნესის შესაძენად და ინვესტიციების განსახორციელებლად გამოიყენა.
  • ბაფეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს - ის ყიდულობს დაუფასებელ, მაგრამ მყარ კომპანიებს და ინახავს მათ დიდი ხნის განმავლობაში.
  • ბაფეტი ყოველთვის ფილანტროპი იყო. ანდერძის მიხედვით, 94 წლის მილიარდერის ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებისთვის გადაირიცხება.

ადრეული ცხოვრება და განათლება

ლაილა ბაფეტი პოზირებს თავის სამ შვილთან ერთად - მარცხნიდან მარჯვნივ, რობერტასთან, უორენთან და დორისთან ერთად.

ბაფეტი 1930 წლის 30 აგვისტოს, ჰოვარდ და ლეილა ბაფეტების ოჯახში, ნებრასკას შტატის ქალაქ ომაჰაში დაიბადა. ის სამი შვილიდან მეორე და ერთადერთი ბიჭი იყო. მისი მამა კი ბირჟის ბროკერი და ოთხი ვადით აშშ-ის კონგრესმენი იყო. ჰოვარდ ბაფეტი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო და ლიბერტარიანული შეხედულებები ჰქონდა.

  • პატარა ბაფეტს ფულის გამომუშავება ადრეული ასაკიდან აინტერესებდა. ჯერ 10 წლისაც არ იყო, როდესაც გაზიან სასმელებს ყიდდა და გაზეთებს დაატარებდა. ხოლო, სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც მან ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 40 ჰექტარ მიწაში ჩადო, რომელიც შემდეგ მოგებით გააქირავა.

მამის დაჟინებული თხოვნით, მან პენსილვანიის უნივერსიტეტში სცადა ჩაბარება, სადაც 16 წლის ასაკში მიიღეს. ორი წლის შემდეგ ბაფეტმა უნივერსიტეტი დატოვა და ნებრასკას უნივერსიტეტში გადავიდა.

უორენ ბაფეტი სტუდენტობის პერიოდში

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მამამ წაახალისა, რომ ასპირანტურაში სწავლა გაეგრძელებინა. ჰარვარდმა ბაფეტი არ მიიღო, თუმცა კოლუმბიამ სწავლის გაგრძელება შესთავაზა.

ბაფეტმა იქ ინვესტიციების მამის, ბენჯამინ გრეჰემისგან ბევრი რამ ისწავლა - სწორედ ეს ადამიანი გახდა მისი ფინანსური აღმავლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ფოტოკოლაჟი: ბაფეტი მის მასწავლებელთან, ლეგენდარულ ბენჟამინ გრეჰემთან ერთად

შემდეგ ბაფეტი ომაჰაში დაბრუნდა, რათა მამამისის საბროკერო ფირმაში ემუშავა. 1952 წელს სიუზან ტომპსონზე დაქორწინდა. თუმცა სამი წლის შემდეგ გრეჰემმა ბაფეტს ნიუ-იორკში სამსახური შესთავაზა და ყველაფერი აქედან დაიწყო...

ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ, ბაფეტს შესაძლებლობა მიეცა განევითარებინა ინვესტიციების თეორიები, რომლებიც გრეჰემისგან ისწავლა. მან ბირჟაზე ვაჭრობის პირველი ნაბიჯები გადადგა.

1956 წელს ახალგაზრდა უორენი ომაჰაში დაბრუნდა, დააარსა Buffett Associates და მოგვიანებით სახლი იყიდა. 1962 წელს, ის 30 წლის ასაკში, ის უკვე მილიონერი იყო.

1959 წელს კი ჩარლი მანგერთან ერთად დაიწყო ურთიერთობა. მათმა თანამშრომლობამ საბოლოოდ განაპირობა საინვესტიციო ფილოსოფიის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იყო ბაფეტის იდეაზე. მიდგომის მიხედვით, ღირებულებითი ინვესტირება აღიქმებოდა, როგორც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ წილი მომაკვდავი ბიზნესებიდან.

მალე ბაფეტმა შეიძინა მომაკვდავი ტექსტილის ფაბრიკა Berkshire Hathaway (BRK.A). ფაბრიკა მან გრძელვადიან ინვესტიციად გადააქცია.

ტექსტილის ბიზნესიდან მიღებული ფულადი ნაკადები სხვა ინვესტიციების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. 1985 წელს ბაფეტმა ტექსტილის ბიზნესი დახურა, თუმცა სახელის გამოყენება განაგრძო და საბოლოოდ Berkshire Hathaway მრავალმილიარდიან ჰოლდინგურ კომპანიად აქცია.

  • როგორ გაიზარდა ბაფეტის Berkshire Hathaway-ი

როდესაც ბაფეტმა 1962 წელს, Berkshire Hathaway-ს აქციები შეიძინა, გაჭირვებულ ტექსტილის კომპანიას კონკურენციას უწევდნენ იაფფასიანი კომპანიები.

იმ დროს განადგურებული კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 8 დოლარი იყო, ხოლო 1960-იანი წლების ბოლოსთვის, როდესაც ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ფასი თითქმის 20 დოლარამდე გაიზარდა. 2025 წლის მარტის მონაცემებით, Berkshire Hathaway-ის A კლასის აქციებით ვაჭრობა 740 000 აშშ დოლარს აჭარბებდა.

  • როგორ გააკეთა ეს?

ბაფეტმა ტექსტილის კომპანიის მოგება სხვა კომპანიების, მათ შორის სადაზღვევო კომპანია National Indemnity-ის შესაძენად გამოიყენა.

ბაფეტს უკვე შეეძლო ეს აქტივები დამატებითი ინვესტირებისთვის ფასიანი ქაღალდების და სხვა ბიზნესების შესაძენად გამოეყენებინა, რომლებსაც თავის მხრივ შეეძლოთ მეტი ფულის გენერირება - მეტ კომპანიასა და აქციაში ინვესტირებისთვის.

1969 წლისთვის მან დახურა საინვესტიციო პარტნიორობა, ნაღდი ფულის ნაცვლად Berkshire Hathaway-ს აქციები შესთავაზა მსურველებს და სადაზღვევო კომპანიები შეიძინა, როგორც Berkshire-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიები.

მან ასევე ინვესტიციები ჩადო American Express-ში, Bank of America-ში, Coca-Cola-სა და Apple-ში.

ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის ბოლო ტექსტილის ფაბრიკა 1985 წელს დახურა, თუმცა კომპანიის, როგორც კონგლომერატის, სტაბილურად ზრდა განაგრძო.

2025 წლის მარტის მონაცემებით, Berkshire Hathaway პირდაპირ ფლობს 65-ზე მეტ კომპანიას, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აღემატება.

  • სიმდიდრე და ქველმოქმედება

მილიარდერმა მსოფლიო გააოგნა 2006 წლის ივნისში, როდესაც გამოაცხადა, რომ თავისი ქონების უმეტეს ნაწილს “ბილ და მელინდა გეითსების ფონდს“ გადასცემდა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გამჭვირვალე საქველმოქმედო ორგანიზაციაა.

2022 წლის ივნისში ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ბაფეტის შენატანებმა 2006 წლიდან ჯამში 36 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

გარდა ამისა, ბაფეტის დაფუძნებული ფონდო ნებრასკაში დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებს კოლეჯის სტიპენდიებს უხდის.

  • “ღარიბი“ მილიარდერი

დიდი სიმდიდრის მიუხედავად, უორენ ბაფეტი ლეგენდარულად ხელმომჭირნეა. ის დღემდე ცხოვრობს ხუთოთახიან სახლში, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად იყიდა, სვამს კოკა-კოლას და სადილობს ადგილობრივ McDonald’s-ში, როგორც ამბობენ ამისი მიზეზი საკვებზე არსებული დაბალი ფასებია.

უორენ ბაფეტის სახლი, მილიარდერის ქონების მხოლოდ 0.001% -ის ღირებულებისაა.

“10 სახლი უფრო ბედნიერს გამხდის? გარკვეულ მომენტში ქონება შენზე იმარჯვებს... 100-დოლარიანი სადილზე მეტად მაკდონალდსის" ჰამბურგერი მომწონს. უბრალოდ, ასეთი ვარ. მე არ ვადარებ იმ თანხას, რომელსაც ვხარჯავ, იმ სიამოვნებას, რასაც რაღაცისგან ვიღებ,“ - განაცხადა მან 2017 წელს ნიუ-იორკში დოკუმენტური ფილმის "უორენ ბაფეტის“ პრემიერაზე.

“იგივე შეიძლება ითქვას ჩემს ძველ სახლზე ომაჰაში. მე მას არაფერში გავცვლიდი“, - თქვა მან თავის მოკრძალებულ სახლზე საუბრისას, რომელსაც 1958 წლიდან ფლობს.

ომაჰას წყნარ უბანში მდებარე სახლი მან 1958 წელს 31 500 დოლარად შეიძინა, რაც დღევანდელი დოლარით 250,000 დოლარს შეადგენს. ამჟამად მისი ღირებულება დაახლოებით 652,619 დოლარია.

სახლის ფართობი 6,570 კვადრატული ფუტია, აქვს 5 საძინებელი და 2.5 სველი წერტილი. ქონებას ღობეები და სათვალთვალო კამერები იცავს.

კითხვაზე, რატომ არ გადავიდა ბაფეტი უფრო მდიდრულ სახლში? - მან BBC-ს განუცხადა - "მე იქ ბედნიერი ვარ. გადავიდოდი, თუ სხვაგან უფრო ბედნიერი ვიქნებოდი“.

წლების განმავლობაში ის თავს არიდებდა კორპორაციული თვითმფრინავის შეძენის იდეას. თუმცა, როდესაც საბოლოოდ შეიძინა ერთი, საკუთარი თავი საჯაროდ გააკრიტიკა თვითმფრინავზე დახარჯული თანხის გამო.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უორენ ბაფეტის პირველი მეუღლე - სუზან ტომპსონ ბაფეტი 2004 წელს გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, 2006 წელს კი მილიარდერი ასტრიდ ბაფეტზე დაქორწინდა.

უორენ ბაფეტი და ასტრიდ ბაფეტი

როდესაც Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი ასტრიდს პირველად 1970-იან წლებში შეხვდა, ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო თავის პირველ ცოლზე, გარდაცვლილ სიუზან ტომპსონ ბაფეტზე. უორენმა სუზანი მისი მეუღლისგან გაიცნო. ქალებმა კი ერთმანეთი ადგილობრივ რესტორანში შეხვედრისას ნახეს და დამეგობრდნენ.

სანამ ასტრიდი უორენს ქორწინებაზე დათანხმდებოდა, ადგილობრივ რესტორანში, მოკრძალებულ ხელფასზე მუშაობდა და როგორც მედია წერს, ძლივს გაჰქონდა თავი.

იხილეთ ასევე: