ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის ყველაზე ისტორიული დასაწყისია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი ხალხი დონალდ ტრამპს ენდობა.
"მას შემდეგ, რაც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მსოფლიოში საუკეთესო ეკონომიკა ააშენა, პრეზიდენტი ტრამპი ამას ხელახლა აკეთებს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.