ავტორი:

"გავიქეცი საავადმყოფოდან და არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება: ის კლინიკაში ქსენია სობჩაკმა მოინახულა

"გავიქეცი საავადმყოფოდან და არ მიმიღეს სხვა კლინიკაში..." - იულია ვანი მიხეილ ხუბუტიას თავდასხმის შესახებ ახალ დეტალებს ჰყვება: ის კლინიკაში ქსენია სობჩაკმა მოინახულა

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა რუსმა ქალმა იულია ვანმა თავის გამომწერებს შემზარავი ამბავი აცნობა - ქალის თქმით, ღამით მის სახლში ყოფილი პარტნიორი, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ექსმინისტრი, ქართველი მიხეილ ხუბუტია შეიჭრა. მამაკაცი იულიას სასტიკად გაუსწორდა და ცულით ჭრილობები მიაყენა.

იულია ვანი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და მიღებული დაზიანებების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

დაზარალებულს სურს ხუბუტია კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ბიზნესვუმენმა ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს, რომელიც რეზონანსულ ისტორიებს აშუქებს.

"ახლა საავადმყოფოში რეაბილიტაციას გავდივარ. ამ დღეების განმავლობაში გამოვჯანმრთელდი, ფიზიკურად და მორალურად მოვედი გონს. ბევრი რამ მოხდა. აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით: როგორ გავიქეცი საავადმყოფოდან და როგორ არ მიმიღეს სხვა კლინიკაში... მაგრამ კარგი ამბავიც არის - გუშინ მოვიდა ჩემთან ქსენია სობჩაკი. ჩვენ მოვახერხეთ ინტერვიუს ჩაწერა - მე ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, მთელი ისტორია მოვყევი. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს თავდამსხმელის დანაშაულის დასამტკიცებლად ყველა მტკიცებულება - კამერებმა დააფიქსირეს მისი სახე, მანქანა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა, ვინც მხარი დამიჭირა“, - ცრემლიანი თვალებით განაცხადა 29 წლის ვანმა.

  • თავად მიხეილ ხუბუტია, რომელიც ამ დროისთვის დაკავებული არ არის, მედიასთან უარყოფს 29 წლით უმცროს იულია ვანის ცემაში მონაწილეობას. იულიასა და მიხეილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ. მამაკაცი ირწმუნება, რომ ტრაგედიის დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა,თუმცა ქალი დეტალურად აღწერა თავდასხმას და აღნიშნა, რომ სასწაულებრივად გადარჩა.

"დღეს ღამით ჩემზე თავდასხმა განხორციელდა. დაახლოებით 23:00 საათზე ჩემს სახლში ცულით შემოიჭრა მიხეილ ხუბუტია, დამიჭრა კიდურები, მირტყა თავში. ამ დროს მეზობელ ოთახში ეძინათ ჩემს ქალიშვილსა და ძიძას. 2018 წლიდან ამ ადამიანთან ურთიერთობაში ვიყავი, გვყავს საერთო ქალიშვილი.

2024 წლის დეკემბერში დავშორდით, რის შემდეგაც მემუქრებოდა ბავშვის წართმევით, მთელი ქონების ჩამორთმევით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტვით, არაერთხელ თქვა, რომ ბავშვი არ სჭირდებოდა, დალეწა და დააზიანა ჩემი პირადი ნივთები. ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობები მაქვს გაკერილი. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიარეთ მხოლოდ ასე არ დარჩება ეს საქმე დაუსჯელი“, - წერდა იულია რამდენიმე დღის წინ.

წაიკითხეთ ასევე: