ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ) განცხადებით, დააკავეს 1974 წელს დაბადებული მამაკაცი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს..
"მას ჰქონდა სტაბილური კონტაქტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებსაც გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ“, - აცხადებენ ცხინვალში.
მათივე განცხადებით, იდენტიფიცირებულია "სამხრეთ ოსეთის" კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებიც კონტაქტში იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, მაგრამ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას სამხრეთ ოსეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ“.
სისხლისსამართლებრივი დევნისთვის საჭირო საკმარისი მასალების არარსებობის გამო, ხუთივე პირს გაფრთხილება მისცეს.