ავტორი:

კვარაცხელია ლონდონშიც ბრწყინავს - საგოლე გადაცემა და საკამათო მომენტი: პსჟ "არსენალს" ამარცხებს

კვარაცხელია ლონდონშიც ბრწყინავს - საგოლე გადაცემა და საკამათო მომენტი: პსჟ "არსენალს" ამარცხებს

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს ლონდონის არსენალი და პარი სენ-ჟერმენი უპირისპირდებიან.

  • არსენალის ძირითადი შემადგენლობა ასეთია:

დავიდ რაია, იურიენ ტიმბერი, ვილიამ სალიბა, იაქუბ კივიორი, მაილს ლუის სკელი, მარტინ ოდეგორი, დეკლან რაისი, მიკელ მერინო, ბუკაიო საკა, ლეანდრო ტროსარი, გაბრიელ მარტინელი.

  • რაც შეეხება პსჟ-ს, პარიზული გუნდი მოედანზე ამ შემადგენლობით გამოვიდა:

ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნო მენდეში, ვილიამ პაჩო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ფაბიან რუსი, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და დეზირე დუე.

პსჟ-მ პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა. მატჩის მეოთხე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "კვარას" პასი გოლად უსმან დემბელემ აქცია და თავისი გუნდი დააწინაურა.

ხვიჩას აქტიურობა გაგრძელდა. ის საჯარიმოში ულამაზესი მოძრაობით რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა, თუმცა წაიქცა და დარტყმა ვეღარ მოახერხა. 11-მეტრიანი არ დანიშნულა, თუმცა ფანების დიდი ნაწილის აზრით, ამ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში უპირატესობა "არსენალმა" მოიპოვა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ლონდონელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ კი, ტაიმი პსჟ-ს გამარჯვებით 0-1 დასრულდა.