„ბიოპრონ 9 პრემიუმი“ Walmark-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის მთავარი მხარდამჭერია. ევროპის წამყვანი გასტროენტეროლოგების მიერ შექმნილი „ბიოპრონი“ აერთიანებს უახლეს ინოვაციებს და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მის უნიკალურობას, უსაფრთხოებასა და მაღალ ეფექტურობას.
20-წლიანი გამოცდილებით, ევროპაში #1 მულტიშტამიანი პრობიოტიკის სტატუსით, „ბიოპრონი“ შეიცავს 9 ცოცხალ ბაქტერიულ შტამს და 20 მილიარდ ცოცხალ ბაქტერიას, რაც იდეალური რაოდენობაა ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად და გამართული ფუნქციონირებისთვის. მისი უნიკალური „ჭკვიანი კაფსულის“ ტექნოლოგია უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების უცვლელად მიწოდებას დანიშნულების ადგილზე, 0% დანაკარგით.
განსაკუთრებულია ისიც, რომ „ბიოპრონის“ 9 შტამიდან 4 ხელს უშლის მუცლის ცხიმის ჭარბ დაგროვებას, ამცირებს ზედმეტი კალორიების შეწოვას და ხელს უწყობს წელისა და მუცლის გარშემოწერილობის შემცირებას. შედეგად, „ბიოპრონი“ არა მხოლოდ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, არამედ ეხმარება ორგანიზმს სადღესასწაულო სუფრებზე ზედმეტი კალორიების თავიდან აცილებაში და დიეტის დროს სწრაფი შედეგების მიღწევაში.
„კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ისეთი გამოწვევები, როგორიცაა მუცლის გადავსება, ყაბზობა, დიარეა, წონის მატება თუ ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული მიკროფლორის დარღვევა, მნიშვნელოვნად ამცირებს ყოველდღიურ ენერგიასა და ცხოვრების ხარისხს. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“, თავისი უნიკალური მულტიშტამური შემადგენლობით გამოირჩევა ბაზარზე კონკურენტული უპირატესობებით და ეფექტურად უწყობს ხელს ნაწლავის ჯანმრთელობის აღდგენას. მისი მაღალი მოთხოვნა, რაც ზოგჯერ დროებით დეფიციტსაც კი იწვევს, მისი განსაკუთრებული ხარისხისა და მრავალფეროვანი სარგებლის დასტურია. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა „ბიოპრონი” ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის. ვამაყობთ, რომ Walmark-ის 10-წლიანი საქმიანობის განმავლობაში „ბიოპრონი“ ერთ-ერთია, რომელმაც მოიპოვა ქართველი მომხმარებლებისა და სამედიცინო საზოგადოების ნდობა და გახდა ჯანმრთელობისა და თანამედროვე, დატვირთული ცხოვრების სტილის განუყოფელი მხარდამჭერი“, – აღნიშნავს საქართველოში Walmark-ის წარმომადგენლობის, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ ბრენდ პორტფოლიოს განვითარების მენეჯერი, თიკო ლომინაძე.
„ბიოპრონ 9 პრემიუმი” ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა სააფთიაქო ქსელში და რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან. Walmark-ის 10-წლიანი მოღვაწეობა საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ამაღლებისა და თანამედროვე ჯანდაცვის სტანდარტების დანერგვის მაგალითია, ხოლო „ბიოპრონ 9 პრემიუმი" ამ მისიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.
R