ავტორი:

რა ხდება ამ დროისთვის ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი მძვინვარებდა (ფოტო/ვიდეო)

რა ხდება ამ დროისთვის ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი მძვინვარებდა (ფოტო/ვიდეო)

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა, ადგილზე სახანძრო - სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.

xandzari

xandzari

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის, არჩილ ხანთაძის განცხადებით, ვაგზლის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო ჟანგბადის ქარხანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც 93 პაციენტი გადაიყვანეს ინგოროყვაში, „პინეოსა“ და ალადაშვილში.

მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტები რეანიმობილით გადაიყვანეს კლინიკაში, ნაწილი კი სასწრაფოს მანქანით.

ფოტო/ვიდეო: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ასევე: