რუსეთის სამხედრო ძალებმა ღამით ხარკოვისა და დნეპრის მსხვილ ქალაქებზე დრონებით მასშტაბური იერიში განახორციელეს.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დნეპრზე თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 53 წლის მამაკაცი და დაშავდა 78 წლის ადგილობრივი მკვიდრი.
„ყველაზე დიდი ნგრევა კერძო სექტორში მოხდა. ხანძრები რეგიონული ცენტრის სხვადასხვა ნაწილში გაჩნდა“, - დაწერა ლისაკმა Telegram-ზე.
„დაზიანდა ქალაქის საავადმყოფო, საკონდიტრო მაღაზია, მრავალსართულიანი და კერძო სახლები და სამოქალაქო ავტომობილები“, - ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებაში.
ხარკოვის სამ რაიონში - კიევსკში, სლობოდსკსა და სალტოვსკიში - მინიმუმ 77 სახლი დაზიანდა.
მისი თქმით, თვითმფრინავების ეკიპაჟები, დისპეტჩერები და აეროპორტის სამსახურები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებენ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ხუთი რეგიონის თავზე 34 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უწყების ცნობით, 15 დრონი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 8 - ბრიანსკის ოლქში, 7 - ორიოლის ოლქში, 3 - ვლადიმირის ოლქის თავზე, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში.