გიორგი ცაგარელი იუბილარია. ცნობილ მუსიკოსს 38 წელი შეუსრულდა. იუბილე ცაგარელს მეუღლემ ლელა კილაძემ და მეგობრებმა ტორტით მიულოცეს. წყვილმა პირველად გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც მუსიკოსი შვილთან ერთად არის.
ანდრია ცაგარელი გასული წლის სექტემბერში დაიბადა. ის კილაძისა და ცაგარელის პირველი საერთო შვილია.
ლელა კილაძეს ხუთი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს.
ქალი პირველად მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც იმჟამინდელ თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე იქორწინა. ლელასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.
გუკა რჩეულიშვილთან დაშორების შემდეგ კი გიორგი ცაგარელზე იქორწინა. მუსიკოს ცაგარელის რჩეულები ყოველთვის მასზე უფროსი ცნობილი ქალები იყვნენ. ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა ლიზა ბაგრატიონთან ერთად . მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელი იყო. თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ლელა კილაძის გამოჩენამდე, ცაგარლის ცხოვრებაში კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი გამოჩნდა, თუმცა ამაზე წყვილს საჯაროდ არასოდეს უსაუბრიათ.
ლელა კილაძე დედა მეხუთედ 41 წლის ასაკში გახდა. ცაგარლისა და კილაძის წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.