საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის მესამე მატჩში ბულგარეთს დაძაბული ოვერტაიმი მოუგო - 8:7.
ცნობისთვის საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების ბირთვს რუსი სპორტსმენები შეადგენენ.
ამ გამარჯვებამდე ნაკრებმა 4:0 მოუგო ისლანდიას, ხოლო ტურნირის მასპინძელ ახალ ზელანდიას 5:0.
გუნდი შემდეგ მატჩებს ტაივანისა და ტაილანდის წინააღმდეგ გამართავს.
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადავა. შარშან საქართველომ ამას ვერ მიაღწია: ნაკრებi გადამწყვეტ მატჩში ბელგიასთან დამარცხდა.