Amazon-მა ინტერნეტ თანამგზავრების, Kuiper -ის პირველი პარტია კოსმოსში წარმატებით გაუშვა.
მოსალოდნელია, რომ თანამგზავრები რაკეტისგან განცალკევდებიან დედამიწის ზედაპირიდან 450 კმ-ის სიმაღლეზე.
"ინტერნეტთან დაკავშირებაში ახალი ერა დაიწყება", - თქვა ინჟინერმა კალებ ვაისმა.
"ამაზონი" გეგმავს, რომ თანამგზავრების გაშვების პროცესი მუდმივი გახდეს. 2026 წლისთვის Kuiper -ის თანამგზავრების რაოდენობა 1618-ს შეადგენდეს.
Amazon-ი 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს Kuiper-ის ქსელის გასავითარებლად. ვარაუდობენ, რომ კომერციული ინტერნეტ მომსახურების გაწევას ამ წლის ბოლოს დაიწყებენ მომხმარებლებისთვის, საწარმოებისთვის და მთავრობისთვის.