ავტორი:

ვარძიის მიმდებარედ, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ვარძიის მიმდებარედ, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ვარძიის მიმდებარედ, მტკვარში ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქე არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო - მას მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.

ფოტო: მთავარი არხი