ეს იყო "საშინელი, პირქუში ადგილი, რომელსაც საზარელი სუნი ჰქონდა", - განაცხადა პირველმა ბრიტანელმა ჯარისკაცმა, რომელიც ბერლინში, ადოლფ ჰიტლერის ბუნკერში შევიდა.
პირქუში და აყროლებული ატმოსფერო გასაკვირი არ იყო, თუ იქ, რამდენიმე კვირით ადრე მომხდარ საშინელებას გავითვალისწინებთ.
სანამ რუსი ჯარისკაცები მიწის ზემოთ, რამდენიმე მეტრის დაშორებით, ქალაქის კონტროლისთვის იბრძოდნენ, ჰიტლერმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა, ხოლო ბრაუნმა ციანიდის კაფსულა გადაყლაპა.
სწორედ რუსმა ჯარისკაცებმა იპოვეს მათი ნეშტი.
პირველი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელსაც საბჭოთა კავშირმა 1945 წლის ივლისში ჰიტლერის სამალავში შესვლის უფლება მისცა, ჰიუ ლუნგი იყო, რომელიც ბერლინში თავდაპირველად უინსტონ ჩერჩილის, შემდეგ კი მისი შემცვლელის, პრემიერ-მინისტრ კლემენტ ეტლის თარჯიმნის ამპლუით იმყოფებოდა.
ათწლეულების შემდეგ ლუნგმა მოჰყვა, თუ როგორ დაინახა "ფერფლისა და ნივთების გროვა", რომელიც, როგორც უთხრეს, "ჰიტლერი და მისი საყვარელი" იყვნენ.
ლუნგს ბუნკერში სუვენირიც წაღების ნებაც კი დართეს. მან განაცხადა, რომ ჰიტლერის ენციკლოპედიის ტომი აირჩია.
ჰიტლერი ბუნკერში, რომელიც 1944 წელს აშენდა, 1945 წლის იანვარში გადავიდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხება გარდაუვალი გახდა.
1945 წლის აპრილის დასაწყისისთვის, დედაქალაქს დაახლოებით 2.5 მილიონმა რუსმა ჯარისკაცმა მიაღწია. ისინი ქალაქის ცენტრამდე ორი კვირის შემდეგ მივიდნენ, ბრძოლები ჰიტლერის ბუნკერის შესასვლელიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მიმდინარეობდა.
29 რიცხვში, დღის განმავლობაში, ჰიტლერის SS-ის დაცვის წევრებმა მისი პირადი დოკუმენტების განადგურება დაიწყეს. ჰიტლერის გერმანული ნაგაზი, ბლონდი, ბრაუნის კოკერ-სპანიელთან ერთად მოწამლეს.
30 აპრილის დილას, რუსული ძალების ბრძოლის ხმები ბუნკერთან გაისმოდა.
ჰიტლერი და ბრაუნი თავიანთი აპარტამენტებიდან, პირად პერსონალთან ხელის ჩამოსართმევად გამოვიდნენ.
მდივანმა გერტრუდ იუნგემ გაიხსენა, რომ მას და მის კოლეგა გერდა ქრისტიანს ჰიტლერმა შხამის კაფსულები მისცა.
ბრაუნის ბოლო სიტყვები იუნგესთან გამომშვიდობების შემდეგი იყო: "ჩემი ბეწვის პალტო სახსოვრად გქონდეს. კარგად ჩაცმული ქალები მიყვარს".
მისი გვამის აღწერით, ის სისხლით იყო დაფარული, ხოლო ბრაუნს მწარე ნუშის სუნი ასდიოდა, რაც ციანიდის დამახასიათებელი სუნია.
მაგრამ ჰიტლერის კბილების შემოწმებით მათზე ლურჯი ნალექი აღმოჩნდა, რაც ციანიდის კაფსულის ნარჩენებზე მიუთითებდა.
2005 წელს, Observer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუნგმა თავისი ვიზიტის შესახებ თქვა: "იქ ნოტიო და უსიამოვნო სუნი იდგა, ასევე, იყო ბევრი ჭუჭყიანი ტანსაცმელი - საშინელი, პირქუში ადგილი საზარელი სუნით. თუმცა, ეს მომხიბვლელი იყო და იმ მომენტში გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, ეს ხომ ისტორიაა. გარეთ ფერფლის და ნივთების გროვა იყო და ვიკითხე, რა არის-მეთქი? ჯარისკაცებიდან ერთ-ერთმა, მაიორმა, მიპასუხა: "ოჰ, ეს ჰიტლერი და მისი საყვარელი არიან." მგონი, არ იცოდა, რომ ეს ჩემთვის არ უნდა ეთქვა."
ლუნგმა, რომელიც 2014 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ასევე შეისწავლა რაიხის კანცელარიის შენობა, საიდანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჰიტლერის მარმარილოს მაგიდის ნაჭრები აიღო.
მათი სიკვდილის შემდეგ, ჰიტლერისა და ბრაუნის გვამებს ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ სხეულები მხოლოდ ნაწილობრივ განადგურდა.
ჰიტლერის ბუნკერის ნანგრევებთან თავად ჩერჩილი მივიდა, როცა ის ბერლინში, პოტსდამის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც ომის შემდგომი მშვიდობის გეგმა განიხილეს.
ბრალდებები, რომ ჰიტლერი გერმანიის დამარცხებას გადაურჩა, თავად სტალინმა გაამძაფრა, რომელმაც ცინიკურად განაცხადა, რომ ნაცისტი ცოცხალი იყო.
შეთქმულების თეორიის ვერსიები - კერძოდ, მოსაზრება, რომ ის არგენტინაში გაიქცა და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში საიდუმლოდ ცხოვრობდა, ათწლეულების განმავლობაში, ათობით წიგნსა და ტელეშოუში დეტალურად აღიწერებოდა.
მაგრამ ავტორიტეტულმა მეცნიერებმა კატეგორიულად გააკრიტიკეს მოსაზრება, რომ ჰიტლერი 1945 წლის შემდეგ ცოცხალი დარჩა.