ავტორი:

პორნოვარსკვლავმა ორი მეგობარი მამაკაცი მოკლა, მათი გვამები კი ჩემოდანში დამალა - "ეს ყველაფერი ფირზე იყო აღბეჭდილი": უმძიმესი დანაშაულის დეტალები

პორნოვარსკვლავმა ორი მეგობარი მამაკაცი მოკლა, მათი გვამები კი ჩემოდანში დამალა - "ეს ყველაფერი ფირზე იყო აღბეჭდილი": უმძიმესი დანაშაულის დეტალები

პორნოვარსკვლავმა ორი მეგობარი მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მათი გვამები ჩემოდანში დამალა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი 62 წლის ალბერტ ალფონსოსა და 71 წლის პოლ ლონგვორთის მოკვეთილ თავებს საკუთარ სახლში, საყინულეში ინახავდა. მათი სხეულები კი ჩემოდანში მოათავსა და კლიფტონის ხიდთან მიიტანა.

სავარაუდოდ, 8 ივლისს, ბრალდებულმა პოლს ჩაქუჩით თავში არაერთხელ დაარტყა.

„ბრალდებული აღიარებს, რომ მან მოკლა ალბერტ ალფონსო. ამის უარყოფა ძნელია, რადგან მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ის და ალფონსო სექსით იყვნენ დაკავებულნი და ეს ყველაფერი ფირზე იყო აღბეჭდილი. მისი ქმედებები დაგეგმილი და წინასწარ განზრახული იყო“ - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა მოკლულის ანგარიშიდან 4000 ფუნტის გადარიცხვა სცადა, სანამ ბინას დატოვებდა და წყვილის კუთვნილი სხვა საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გამოტანას შეძლებდა.

„ლონგვორთისა და ალფონსოს მოკვლის შემდეგ, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მან დაიწყო სხეულების დაქუცმაცება, სანამ მათი ნეშტის ნაწილს ბრისტოლში გადაიტანდა. საბოლოოდ, იგი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა საყინულეში მოკლულების თავები იპოვეს.

წყარო