ავსტრალიელი ქალი, რომელსაც სასიკვდილო სოკოთი კერძის მომზადებაში ადანაშაულებენ, აღიარებს, რომ ველური სოკო დაკრიფა. ის ასევე ამტკიცებს, რომ პოლიცია მოატყუა და მტკიცებულებები გაანადგურა. ამის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი. თუმცა, ქალი ამტკიცებს, რომ "ტრაგედია" "საშინელი შემთხვევა" იყო.
50 წლის ერინ პატერსონის პროცესი უზენაესი სასამართლოში ოთხშაბათს დაიწყო. ვიქტორიის პატარა ქალაქ მოუელში და სავარაუდოდ ექვს კვირას გაგრძელდება.
მას ბრალი ედება სამი ნათესავის მკვლელობაში და ერთის მკვლელობის მცდელობაში. საქმე ეხება 2023 წლის ივლისში მის სახლში გამართული ვახშამს, სადაც ყოფილი ქმრის ნათესავებს საქონლის ხორცის ველინგტონი მიართვა.
ქალბატონი პატერსონი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ ის "პანიკაში ჩავარდა" მას შემდეგ, რაც უნებლიეთ მოწამლა ოჯახის წევრები, რომლებიც უყვარდა.
სადილის შემდეგ რამდენიმე დღეში საავადმყოფოში სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ქალბატონი პატერსონის ყოფილი მამამთილი 70 წლის დონ პატერსონი და ყოფილი დედამთილი 70 წლის გეილ პატერსონი, ასევე გეილის და, 66 წლის ჰეზერ ვილკინსონი.
სასამართლოზე გაირკვა, რომ ის ფაქტი, რომ საქონლის ხორცის ველინგტონი, კარტოფილის პიურე და მწვანე ლობიო შეზავებული იყო შხამიანი სოკოთი, რამაც სტუმრების ცუდად გახდომა გამოიწვია.
"მთავარი საკითხია, ჰქონდა თუ არა მას განზრახვა მოეკლა ან მიეყენებინა სერიოზული დაზიანება მათთვის", - განაცხადა მოსამართლე კრისტოფერ ბილმა.
ოთხშაბათს პროცესის გახსნისას პროკურორმა ნანეტ როჯერსმა განაცხადა, რომ ეს საქმე "თავდაპირველად მასობრივი საკვებით მოწამვლის შემთხვევად ითვლებოდა".
თუმცა, ის ამტკიცებს, რომ ქალბატონმა პატერსონმა "განზრახ მოწამლა" თავისი სტუმრები "მკვლელობის განზრახვით", მას შემდეგ, რაც ისინი სადილზე მიიწვია "იმ საბაბით, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს".
პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ სადილის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მან არაერთი ნაბიჯი გადადგა იმის "დასამალად", რაც ჩაიდინა.
არსებობს მტკიცებულება, რომ მან გამომძიებლებს მოატყუა კერძში გამოყენებული სოკოების წარმოშობის შესახებ - თქვა, რომ სოკო მელბურნში მდებარე აზიურ სასურსათო მაღაზიაში იყიდა და ველური სოკო არასდროს დაუკრეფია. მან ასევე ადგილობრივ ნაგავსაყრელზე წაიღო საკვების დეჰიდრატორი, რომელიც, პროკურორების მტკიცებით, ტოქსიკური კერძის მოსამზადებლად გამოიყენა.
"შესაძლოა გაინტერესებთ, რა არის მოტივი?" - მიმართა დოქტორმა როჯერსმა ნაფიც მსაჯულებს, - "შესაძლოა ეს კითხვა ამ პროცესის დასრულებამდეც გაგიჩნდეთ."
პროკურორის თქმით, ნაფიც მსაჯულებს მოუწევთ მოისმინონ სხვადასხვა მოწმის ჩვენებები, მათ შორის: ბატონი ვილკინსონი, ქალბატონი პატერსონის გაყრილი ქმარი საიმონ პატერსონი, სადილზე მყოფი სტუმრების მკურნალი სამედიცინო პერსონალი და გამომძიებელი პოლიცია.
თუმცა, დაცვის მხარემ, საქმის გახსნისას, ნაფიც მსაჯულებს შეახსენა, რომ მათ ჯერ არ მოუსმენიათ რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება და უნდა შეინარჩუნონ მიუკერძოებელი აზრი.
სადილის ახალი დეტალები
პროკურატურამ დეტალურად აღწერა სადილის წინა პერიოდსა და სუფრასთან მომხდარი სავარაუდო მოვლენები.
სასამართლოზე გაირკვა, რომ 2023 წელს ბრალდებული რამდენიმე წლის წინ ქმარს, საიმონ პატერსონს დაშორდა, თუმცა ქალს იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე კიდევ შერიგდებოდნენ.
ყოფილი ქმრის თქმით, ის ასევე აპირებდა შეხვედრაზე მისვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, რადგან შეამჩნია ქალბატონი პატერსონი უცნაურად იქცეოდა და მასთან "არაკომფორტულად" გრძნობდა თავს. პროკურორის თქმით, ამან ძალიან განაწყენა პატერსონი და ყოფილ ქმარს უთხრა, რომ მათთვის სპეციალური ვახშამი ჰქონდა მომზადებული.
ქალბატონმა პატერსონმა სტუმრებს საჭმელი დიდი ნაცრისფერი თეფშებით მიართვა, ხოლო თავად სხვა, მოყვითალო-ნარინჯისფერ თეფშზე მიირთმევდა.
ჭამამდე ილოცეს, ასევე ისაუბრეს იმაზე თუ როგორ უნდა გაემხილათ ქალბატონ პატერსონის კიბოს დიაგნოზი შვილებისთვის. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს დიაგნოზი გამოგონილი იყო.
წვეულება შუადღეს დასრულდა და იმ ღამეს ყველა სტუმარმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ერთი დღის განმავლობაში ოთხივე მათგანი მძიმე სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დონალდ პატერსონმა - რომელმაც თავისი და ცოლის ულუფის ნახევარი შეჭამა - ექიმს უთხრა, რომ რამდენიმე საათში 30-ჯერ ჰქონდა ღებინება.
სასამართლოზე გაირკვა, რომ საავადმყოფოში მივიდა ქალბატონი პატერსონიც, რადგან შეუძლოდ გრძნობდა თავს, ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.