NASA-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწა ყოველწლიურად ამცირებს საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვის სიჩქარეს - ეს კი გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს.
"დედამიწის მეცნიერებებში უკვდავი კითხვაა, როგორ მიიღო ჟანგბადი დედამიწის ატმოსფერომ, რა ფაქტორები აკონტროლებდა ჟანგბადით გამდიდრების პროცესს. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ დედამიწის ბრუნვის მაჩვენებელს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღის ხანგრძლივობას, შეიძლება მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა დედამიწის ჟანგბადით გაჯერების მახასიათებელსა და დროში განაწილებაზე“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი გრეგორი დიკი.
ამ კომპონენტს დიდი დაჟანგვის მოვლენას უწოდებენ — როცა იმდენად დიდი ოდენობით ციანობაქტერია გაჩნდა, რომ დედამიწის ატმოსფეროში მნიშვნელოვნად მოიმატა ჟანგბადმა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მოვლენის გარეშე ვერ გაჩნდებოდა სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმა.
მკვლევრები ამბობენ, რომ თუ შიდა ბირთვის ბრუნვა ისევ შენელდება, მისმა გრავიტაციულმა მიზიდულობამ საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი პლანეტის გარე ფენების ოდნავ ნელა ბრუნვა, რაც შეცვლის ჩვენი დღეების ხანგრძლივობას.
ნამარხების ჩანაწერებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით, რომ 1.4 მილიარდი წლის წინ დღეები მხოლოდ 18 საათი გრძელდებოდა. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საუკუნეში 1.8 მილიწამს ვიმატებთ.
წაიკითხეთ ასევე: