ავტორი:

ქალაქი, სადაც 100 დღე მზის შუქს ვერ ხედავენ და რომლის მაცხოვრებლებსაც მუდმივად უთვალთვალებენ - რა ვიცით ჩინეთის ყველაზე დისტოპიურ მეგაპოლისზე?

ქალაქი, სადაც 100 დღე მზის შუქს ვერ ხედავენ და რომლის მაცხოვრებლებსაც მუდმივად უთვალთვალებენ - რა ვიცით ჩინეთის ყველაზე დისტოპიურ მეგაპოლისზე?

ჩინეთის სამხრეთ დასავლეთით, მთებს შორის მდებარეობს ჩუნცინი - ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე დისტოპიური ქალაქი, 32 მილიონი მოსახლით, მჭიდროდ განლაგებული ცათამბჯენებით, გიგანტური შენობებით და ტექნოლოგიური საწარმოებით - ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოში არსებული ლეპტოპების ნახევარზე მეტს აწარმოებენ.

  • მიიჩნევა, რომ ეს არის ქალაქი, რომლის მოსახლეობაზეც ხელისუფლების მხრიდან მსოფლიოში ყველაზე მეტი თვალთვალი და ზედამხედველობა ხორციელდება.

რადიო "თავისუფალი აზიის" ინფორმაციით, სათვალთვალო გეგმის ყოვლისმომცველი სქემის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში ხელისუფლების განკარგულებით დაამონტაჟეს დამატებით 27 900 სათვალთვალო კამერა და 245 სენსორი. მიზანი მოსახლეობისთვის თვალყურის დევნებაა.

Comparitech-ის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში, მეგაპოლისში 2,5 მილიონზე მეტი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

წლების განმავლობაში ეს ქალაქი იყო საპილოტე სქემის ნაწილი - საპილოტე პროგრამა 2000-იან წლებში იქ არსებული ორგანიზებული დანაშაულების აღსაკვეთად დაიწყეს. საუბარია პროგრამებზე სახელად "Skynet"და "Sharp Eyes" და ძირითადად სათვალთვალო ინიციატივებს მოიცავს. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. სამეზობლო კომიტეტები, რომლებსაც ჩუნცინის მაცხოვრებლების საქმიანობის მონიტორინგი ევალებათ. ამ კომიტეტების მუშაობა მოქალაქეების ქცევაზე დასაკვირვებლად ყველაზე მნიშვნელოვან სადაზვერვო საქმიანობად მიიჩნევა.

  • კრიტიკოსები დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასეთი თვალთვალი არღვევს მოქალაქეების კონფიდენციალურობის უფლებებს.

ქალაქს 3000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მეგაპოლისად მხოლოდ ბოლო 40 წლის განმავლობაში იქცა.

ჩუნცინს ჩინეთის კიბერქალაქსაც უწოდებენ. ის არის ლეპტოპების წარმოებისა და ელექტრონული ინფორმაციის ინდუსტრიის მთავარი ცენტრი. გლობალურ სცენაზე განსაკუთრებული ყურადღება 2009 წელს მიიპყრო, როდესაც აქ განთავსდა კომპიუტერული ტექნიკის კომპანია HP-ის ბაზა ლეპტოპების წარმოებისთვის.

მას შემდეგ განთავსდა ბაზები ისეთი კომპანიების საწარმოები, როგორებიცაა Foxconn, Quanta Computer, Lenovo და Asus.

ფუტურისტულმა ქალაქმა, გიგანტური, მაღალსართულიანი შენობებით, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების მექად იქცა, ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბევრგან ვერ ნახავთ ტრანსპორტს, რომლებიც მრავალსართულიანი კორპუსების სართულებს შორის მოძრაობენ და სადაც თითქმის ვერასდროს იგებ, რომელ სართულზე ხარ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინფლუენსერმა ტიკტოკზე განათავსა ვიდეო, სადაც სწორედ ამ თავბრუდამხვევ გარემოს აჩვენებდა. ვიდეოში ნაჩვენები იყო თუ როგორ გადაადგილდება ინფლუენსერი და ამბობს, რომ იქ ვერასდროს ხვდები, რომელ სართულზე ხარ და ამაში გარკვევა მხოლოდ ლიფტზე არსებული წარწერებით არის შესაძლებელი.

ღამით ჩუნცინი საკმაოდ შთამბეჭდავია

"მერვე სართულზე ლიფტით ავდივარ, შემდეგ ავტოფარეხით ქუჩაში გავდივარ, თუმცა თუ გვერდით მდგომ კორპუსში შევალ, აწერია, რომ მე-13 სართულზე ვარ", - ამბობს ის ვიდეოში.

ამის მიზეზი მრავალდონიანი გზები და ესტაკადებია.

გარდა ამისა, ამ ქალაქს კიდევ უფრო ფუტურისტულს ის ფაქტი ხდის, რომ წელიწადის 100 დღის განმავლობაში ნისლშია გახვეული. მზის სხივი აქ ფუფუნებაა. ნისლიანი დღეების დროს, ისედაც გასაგებია მზის სხივების დეფიციტი, თუმცა მზიან დღეებშიც არ აქვთ ფუფუნება ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მზით დატკბობის, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დაბალ სართულებზე მუშაობს ან ცხოვრებს - იქამდე უბრალოდ მზის სხივები ვერ აღწევენ, რადგან ცათამბჯენები მასიურად, მჭიდროდ არის განლაგებული.

ნახეთ ასევე: